პალადა

შპს “პალადა”-ს დაარსდა 2006 წელს, რომლის საქმიანობის ძირითად სფეროს წარმოადგენს მშენებლობა  სხვადასხვა მიმართულებით, როგორიც არის გზებისა და ხიდების მშენებელობა/რეაბილიტაცია, ნაპირსამაგრი სამუშაოები, ინფრასტრუქტურულ პროექტებთან თანდართული სხვადასხვა მშენებლობები და შერეული ფუნქციური შენობა-ნაგებობები, რომელთა შორის, აღსანიშნავია ქ. ქუთაისში ლ. სამხარაულის სახელობის დასავლეთ საქართველოს ექპერტიზის ეროვნული ბიუროს შენობის მშენებლობა, მისი სრული აღჭურვით და ინფრასტრუქტურით. დღეის მდგომარეობით, კომპანია „პალადა“ აწარმოებს ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, მთელი საქართველოს მასშტაბით.
წლების განმავლობაში შპს “პალადა ” ჩამოყალიბდა კომპანიად, რომელიც პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს შრომის უსაფრთხოების და გარემოზე ზემოქმედების მიმართულებით. კომპანია თავისი ქოლგის ქვეშ საკუთრებაში ფლობს: ბეტონის ქარხანას, ასფალტის ქარხანას, ემულსიის ქარხანას, ქვის სამტვრევ ქარხანას და ასევე, კომპანია ფლობს მანქანა-მექანიზმებისა და ტექნიკის სრულ ბაზას, რომელიც საჭიროა ინფრასტრუქტურული მშენებლობის სრული ციკლის ჩასატარებლად.

უკვე მრავალი წელია შპს “პალადა”, ირიცხება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თეთრ სიაში.

ამასთან ერთად, შპს „პალადა“-ს ერთ-ერთი  მიმართულებაა ლიფტების, ესკალატორების, მოძრავი ბილიკების დაპროექტება, მიწოდება, მონტაჟი და სერვისი. კომპანია არსებობის მანძილზე ითვლის არაერთ საინტერესო პროექტებს მთელი საქართველოს მასშტაბით.
2006 წლიდან დღემდე კომპანიას არ შეუწყვეტია განვითარებაზე ზრუნვა, რაც გულისხმობს, სხვასხვა გამოფენებში მონაწილეობას, კვალიფიკაციის ამაღლების და გადამზადების კურსებზე ტექნიკური პერსონალის მივლინებას, ასევე თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას, რაც, საერთო ჯამში, უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის პროდუქციის და სერვისის მიწოდებას, მომხმარებლისთვის.

დამატებითი ინფორმაცია