კომპანიებისთვის

ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება განათლების ხელშეწყობაა. ამ თვალსაზრისით, ორგანიზაცია აქტიურად ახორციელებს პროფესიული განათლების ხელშეწყობის აქტივობებს. GIZ-ის მხარდაჭერით ICCA-ს მიმდინარე პროექტია „პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობა სამშენებლო სექტორში“, პროგრამის „კერძო სექტორის განვითარება და პროფესიული განათლება სამხრეთ კავკასიაში“ (PSD TVET SC) ფარგლებში; პროგრამის მიზანია ასოციაციის, როგორც მედიატორის როლის გაძლიერება, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს კერძო სამშენებლო სექტორისა და სამშენებლო მიმართულების პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებათა მჭიდრო და კოორდინირებული თანამშრომლობის ჩამოყალიბებას.

ამ მიზნებიდან გამომდინარე, ასოციაცია მუდმივად მიაწვდის დაინტერესებულ პირებს მშენებლობაში პროფესიული განათლების შესახებ სიახლეებს.