ნოვა

კომპანია „ნოვა“ 2006 წელს დაარსდა, მის ძირითად საქმიანობას სამშენებლო და სარემონტო მასალების იმპორტი და რეალიზაცია წარმოადგენდა.

2011 წლიდან კომპანიამ სამშენებლო მასალების საწარმოო ხაზების განვითარება დაიწყო, რომელთა მუდმივი ზრდისა და განვითარების შედეგად  დღეისათვის ფლობს ამიერკავკასიაში ყველაზე ფართომასშტაბიან, ევროპული სტანდარტების შესაბამის წარმოებას და მომხმარებელს სთავაზობს 400-ზე მეტი დასახელების პროდუქტს შემდეგი კატეგორიებიდან:

  •  თუნუქის სახურავები
  • წყალსაწრეტი სისტემები
  • საიდინგები და საიდინგის პროფილები
  •  პოლიეთილენის ავზები
  • საკომუნიკაციო ჭები
  • ნაგავშემკრები კონტეინერები
  • პოლიეთილენის სეპტიკური ავზები
  • პოლიეთილენის ბარიერები
  • ვენახის ინვენტარი
  • თაბაშირ-მუყაოს პროფილები და აქსესუარები
  • მეტალო-პლასტმასის არმირებისა და კარის საკიდი პროფილები

ამასთანავე, ნოვა არის საქართველოში ექსკლუზიური წარმომადგენელი ისეთი ბრენდების, როგორიცაა: IZOCAM, BETEK, INGCO, BIEN, FAWORI, RIGIPS.

წარმოების განვითარების პარალელურად, იზრდება კომპანიის საცალო მიმართულება. დღეისათვის ნოვა  წარმოდგენილია 6 მეგაცენტრით: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, გორი, თელავი და მარნეული. 2022 წლის ნოემბრიდან კომპანიის სრული ასორტიმენტის შეძენა უკვე ხაშურის ფილიალშიც იქნება შესაძლებელი.

2023 წლიდან ნოვა მომხმარებელს ქართული წარმოების წებო-ცემენტებს, XPS-სა და მილკვადრატებს შესთავაზებს.

დამატებითი ინფორმაცია