
სამშენებლო კომპანია „საბა კონსტრაქშენი“ 2012 წლის აპრილში დაარსდა. დაფუძნების დღიდან კომპანიამ წარმატებით შეასრულა დასახული მიზანი — უმოკლეს დროში მოეპოვებინა სამშენებლო ბაზრის ერთ-ერთი ლიდერის პოზიცია.
„საბა კონსტრაქშენის“ მისიაა დააკმაყოფილოს ყველაზე ამბიციური დამკვეთის მოთხოვნები, შეუქმნას მათ ცხოვრებისა და ბიზნესის წარმოებისთვის უსაფრთხო გარემო და, ამავდროულად, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ქვეყნის ინფრასტრუქტურულ განვითარებაში.
2016 წლის სექტემბერში კომპანიაში ჩატარდა სისტემის შეფასება ISO 9001:2015 სტანდარტის მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად. აუდიტის დასკვნის საფუძველზე, „საბა კონსტრაქშენმა“ მოიპოვა ხარისხის მენეჯმენტის სისტემის საერთაშორისო სერტიფიკატი, რაც სამუშაოების მაღალ ხარისხსა და საიმედოობას ადასტურებს.
კომპანიის ძირითადი მიმართულებებია ბინათმშენებლობა და საცხოვრებელი კომპლექსები; სასტუმროების, საოფისე და სავაჭრო ცენტრების მშენებლობა; სპორტულ-გამაჯანსაღებელი და სოციალური დანიშნულების ობიექტები;
კომპანია ახორციელებს სამოქალაქო, სამრეწველო, სატრანსპორტო (ხაზოვანი ნაგებობების), ჰიდროტექნიკური და სოფლის მეურნეობის ობიექტების სამშენებლო-მოსაპირკეთებელი სამუშაოების სრულ ციკლს. მომსახურება მოიცავს:
- სამშენებლო ნებართვების მოპოვებასა და საპროექტო დოკუმენტაციის შეთანხმებას;
- სამშენებლო პროცესის სრული ციკლის მართვას;
- რეკონსტრუქცია- რეაბილიტაციის პროცესს;
სამშენებლო პროცესში „საბა კონსტრაქშენი“ აქცენტს აკეთებს თანამედროვე ტექნოლოგიებსა და უახლეს მასალებზე. კომპანია ფლობს საკუთარ მრავალფეროვან სპეც. ტექნიკას, რაც სამუშაოების ავტონომიურად და ეფექტურად შესრულების გარანტიაა.
კომპანიის მთავარი აქტივი პროფესიონალთა გუნდია, რომელთაც სამშენებლო სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ. მათ შესწევთ ძალა, მართონ რთული საინჟინრო პროექტები დაწყებიდან ექსპლუატაციაში ჩაბარებამდე.
