ტრენინგი: ურთიერთობით გაყიდვები

ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია, საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტთან ერთად, გიწვევთ ტრენინგზე „ურთიერთობით გაყიდვები“.ტრენინგი განკუთვნილია მათთვის, ვისაც უშუალოდ უწევს გაყიდვების გუნდის, კორპორაციული გაყიდვების და რთული მოლაპარაკებების მართვა, რომლებიც ხშირ შემთხვევაში გრძელვადიან შედეგზე არის ორიენტირებული და, საბოლოო შედეგის მისაღებად, დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს.ტრენინგის უპირატესობები: პროგრამა შედგენილია კონკრეტულ პრაქტიკულ ქეისებზე, საერთაშორისოდ აღიარებულ მასალებზე და მორგებული და პრაქტიკულია ქართულ ბაზარზე.პროგრამა შედგება სამი ძირითადი ბლოკისგან: დაგეგმარება, განხორციელება და ანალიზი.
პროგრამა მოიცავს პრაქტიკული ინსტრუმენტებით განმტკიცებულ, საბაზისო თეორიულ შესავალს, რაც აუცილებელია გაყიდვების სტრატეგიის შემუშვებისათვის, სწორ კლიენტებზე გასვლისა და რთული მოლაპარაკებების წარმოებისათვის. კურსი, ასევე, შეეხება ონლაინ გაყიდვებისთვის საჭირო ტექნიკასაც.
ტრენერი:

დავით ჩიკვაიძე, საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტის დამფუძნებელი.
ტრენერის ბიოგრაფიის გასაცნობად, შეგიძლიათ ეწვიოთ მის Linkedin-ის ბმულს.მონაწილეებს გადაეცემათ ტრენინგის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში, არაუგვიანეს 19 ნოემბრისა, დაგვიდასტუროთ თქვენი მონაწილეობაამ შევსებული ფორმით:https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSebQZzuMae91vusONIZb3IJr7Wd7DIA6NOTPmy6a8GiTBTF8w/viewform
თარიღი: 30 ნოემბერი, 2-6-8-10 დეკემბერი, 17:00-20:00 (სულ 15 საკონტაქტო საათი).ადგილი: ლუბლიანას ქუჩა 13ბ, „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის“ საკონფერენციო დარბაზიტრენინგის საფასური: კურსის ღირებულებაა 1390 ლარი;
„ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია“ საკუთარ წევრებს დაუფარავს ტრენინგის ღირებულების 75%-ს, შესაბამისად, ასოციაციის წევრებისთვის კურსის ღირებულება შეადგენს 345 ლარს.