სამშენებლო ინდუსტრიასა თუ მის ცალკეულ მიმართულებებზე ზეგავლენების, არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება, დარგის გაძლიერების მიზნით, სხვადასხვა წინადადებების და რეკომენდაციების მომზადება და გადაწყვეტილების მიმღებ სუბიექტებთან კომუნიკაცია;
წევრების ინტერესების გატარების მიზნით, აქტუალური საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება, მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებების პროცესებში ჩართულობა და ამ უკანასკნელთა დანერგვისთვის შესაბამისი ღონისძიებების გატარება;
წევრთა პოზიციების წარმოდგენა და დაცვა შესაბამის პლატფორმებზე;
სექტორში თანამედროვე სტანდარტების, მასალების გამოყენების და ტექნოლოგიების დანერგვის ინიცირება და ხელშეწყობა;
ბიზნესგარემოს გაუმჯობესების, ჯანსაღი კონკურენციის უზრუნველყოფის მიზნით, სექტორში მიმდინარე პროცესების მონიტორინგის შედეგად აღმოჩენილ ხარვეზებზე რეაგირება.