სპეცჰიდრომშენი

სს ,,სპეცჰიდრომშენი” ჩამოყალიბდა 1995 წლის 8 დეკემბერს, ტრესტ ,,საქჰიდროენერგომშენთან” არსებულ საინჟინრ ო ნაგებობათა სამშენებლო სამმართველო ,,ინჟმშენის” ბაზაზე, რომელიც თავის მხრივ დაარსდა 1970 წელს.

სს ,,სპეცჰიდრომშენის” საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:
• ჰიდროტექნიკური და სამრეწველო ნაგებობების მშენებლობა;
• წყალგაყვანილობისა და კანალოზაციის სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაცია;
• ჰესების მშენებლობა და რეაბილიტაცია;
• ხიდების, გვირაბების და გზებზე საინჟინრო ნაგებობების მშენებლობა-რეაბილიტაცია;
• ლითონკონსტრუქციების დამზადება და მონტაჟი;
• ბეტონისა და რკინა-ბეტონის სამუშაოების მოწყობა;
• ეროზიის საწინააღმდეგო ღონისძიებებისა და მდინარეებზე ნაპირსამაგრი სამუშაოების წარმოება;
• 800÷3000მმ ლითონის მილებით გარცმის მოწყობა.

2014 წელს სს ,,სპეცჰიდრომშენმა” მიიღო ISO 9001:2008 სერტიფიკატი (Civil Constraction), რომელიც მოიცავს ხარისხის მართვის სისტემას აღნიშნულ დარგში. 2017 წლის მაისში კომპანია წარმატებით გადავიდა ხარისხის მენეჯმენტის განახლებულ სისტემაზე ISO 9001:2015.

დღეის მდგომარეობით სს ,,სპეცჰიდრომშენს“ შესრულებული აქვს არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი როგორც თბილისის მასშტაბით, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში:
• ღრმაღელეს საფილტრო სადგურის რეაბილიტაცია;
• საგურამო ჰესის მშენებლობა;
• ჟინვალჰესის წყალგამყვანი გვირაბის რეაბილიტაცია;
• ქ. თბილისში, სხვადასხვა ქუჩებზე წყალგაყვანილობისა და კანალიზაციის სისტემების მოწყობა-რეაბილიტაცია;
• ნაპირსამაგრი სამუშაოები სხვადასხვა მდინარეებზე;
• გურჯაანის, ყვარლის, დმანისის, გორის, ჩხოროწყუს, დაბა ჩაქვის და კასპის წყალსადენის ქსელის რეაბილიტაცია;
• გლდანი – დიდი დიღმის ორდონიანი სატრანსპორტო კვანძის მშენებლობა;
• ნატახტარი-საგურამოს სატუმბო სადგურების რეაბილიტაცია;
და სხვა.

დამატებითი ინფორმაცია