
“ტესენ ჯგუფი” არის ინფრასტრუქტურული მიმართულებით წამყვანი ქართული ჯგუფი, რომელიც 2008 წელს დაარსდა. კომპანიის პროფილი სამოქალაქო მშენებლობის სხვადასხვა მიმართულებებს ფარავს: ესენია სამშენებლო სექტორის უზრუნველყოფა საერთაშორისო ბაზარზე აპრობირებული პროდუქტებით, თანამედროვე პრაქტიკებზე დაფუძნებული მშენებლობა და პროექტების მართვა, სამშენებლო ტექნიკის საიმედო და მოქნილი გაქირავება, და ასფალტისა და ბიტუმის ემულსიის წარმოება.
Tesen Group-ის ეკოსისტემაში გაერთიანებულია ოთხი შვილობილი კომპანია:
Tesen Construction – წამყვანი სამშენებლო და ინფრასტრუქტურული კომპანია, რომელიც სპეციალიზებულია გზების, მაგისტრალებისა და ხიდების მშენებლობაში. ბრენდს ამ დრომდე 200-ზე მეტი წარმატებით დასრულებული პროექტის პორტფოლიო აქვს.
Tesen Production – აწარმოებს მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალებს და მართავს საქართველოს უმსხვილეს ასფალტის ქარხანას, რომლის საწარმოო სიმძლავრე საათში 320 ტონაა.
Tesen Rental – ფლობს და მართავს თანამედროვე სამშენებლო ტექნიკის დიდ ბაზას, როგორც შიდა პროექტებისთვის, ასევე გასაქირავებლად სხვა კომპანიებისთვის.
Tesen Trade – არის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში ისეთი ცნობილი სამშენებლო და სამრეწველო ბრენდების, როგორებიცაა: Kasi, Betosan, Veleton, Ciur და Betonblock.
Tesen Group იწყებს საერთაშორისო ექსპანსიას, რათა საქართველოს ფარგლებს გარეთ მოახდინოს საკუთარი გამოცდილებისა და სერვისების ექსპორტი. კომპანიის მისიაა, ინოვაციური მიდგომებითა და უმაღლესი სტანდარტების დაცვით, შექმნას ხანგრძლივი, მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურა, რომელიც უზრუნველყოფს გრძელვადიან მდგრად განვითარებას, ამიტომაც ჯგუფის მთავარი კრედოც სწორედ ისეთი პროექტების განხორციელებაა, რომელიც თაობებს უძლებს.
