კავკასუს როუდ პროჯექტ

სამშენებლო კომპანია შპს “კავკასუს როუდ პროჯექტ“ წარმოადგენს  საქართველოში ერთ-ერთ წამყვან კომპანიას მეწყრული პროცესების პრევენციის და ლიკვიდაციის, გზების, ხიდების და სხვა რთული კონსტრუქციების მშენებლობის სფეროში. იგი 2005 წელს დაარსდა და სულ რამდენიმე წლის მანძილზე დარგის ლიდერად გადაიქცა.

კომპანიის ხელმძღვანელმა, ბატონმა პაატა ტრაპაიძემ, დაარსების პირველივე დღეებიდან სწორედ ასე განსაზღვრა მთავარი კურსი – ინოვაციები და ეფექტური მენეჯმენტი. სწორედ ამის შედეგია განხორციელებული მასშტაბური პროექტები გზების, ხიდების, გვირაბების, აეროპორტის ასაფრენი ზოლის მშენებლობისა და მეწყრული პროცესების პრევენციისა და სალიკვიდაციო ღონისძიებების გატარების მიმართულებით. „კავკასუს როუდ პროჯექტი“ იყო საქართველოს პირობებში ინოვაციური ტექნოლოგიის, ცემენტობეტონის გზატკეცილების და მაგისტრალების, ინიციატორი.

„კავკასუს როუდ პროჯექტი“ მაღალკვალიფიციურ და პროფესიონალ კადრებზე დაყრდნობით აგრძელებს ახალი ტექნოლოგიების, მიდგომების დანერგვას და ბაზარზე ფლაგმანად რჩება. ეს კი თავის მხრივ, დადებით როლს თამაშობს გზების მშენებლობის სფეროში კონკურენციის ამაღლების და ბაზრის განვითარების კუთხით.

კომპანიის პარტნიორები არიან დარგის ლიდერი კომპანიები საერთაშორისო მასშტაბით:

  • Baugeologisches Büro Bauer (Germany),
  • Caucasus Science and Engineering (Georgia),
  • SSF Ingenieure  (Germany),
  • DYWIDAG BAU GmbH (Germany),
  • Joint – Tec International GmbH (Germany)