
საგზაო-ინფრასტრუქტურულ სფეროში, შპს”ჯიარჯის” ისტორია 2013 წელს დაიწყო და არაერთ, წარმატებით განხორციელებულ, სახელმწიფო მნიშნელობის საგზაო-ინფრასტრუქტურულ პროექტს ითვლის.
შპს „ჯიარჯის“ საქმიანობის არეალი საქართველოს აღმოსავლეთ,
დასავლეთ და ჩრდილოეთ რეგიონებს მოიცავს.
კომპანიის საკუთრებაშია უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი
ასფალტო-ბეტონის, ქვის სამსხვრევი და ბიტუმის ემულსიის
საწარმოები, ასევე მძიმე-სამშენებლო ტექნიკა.
კომპანიის მისიაა, უმაღლესი ხარისხის პროდუქტისა და მომსახურების შეთავაზება მომხმარებლისათვის, დინამიურობა და კონკურენტუნარიანი პოზიციის შენარჩუნება საქართველოს ბაზარზე და მუდმივი სწრაფვა საგზაო-სამშენებლო ბიზნესში ახალი ტექნოლოგიის განვითარების მიმართულებით.
Comments are closed.