ელვარე

“ელვარე კომპანიათა ჯგუფი“ აერთიანებს საექსპორტო კაბელების თანამედროვე საწარმოსა და ელექტრო მარკეტს, რომელიც მომხმარებლებს ერთ წერტილში სთავაზობს ელექტროსამონტაჟო პროდუქციის სრულ ასორტიმენტს.

საექსპორტო კაბელების საწარმოს ისტორია 2015 წელს ევროპული ხარისხის სპილენძისა და ალუმინის კაბელების წარმოებით დაიწყო.

 „ელვარე“ არის პირველი კომპანია საქართველოში, რომელმაც საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის CE, ROHS, REACH და TUV NORD სერტიფიკატები მიიღო, რაც წარმოების მაღალ ხარისხსა და უსაფრთხოების სტანდარტებს ადასტურებს, აღნიშნული კი ხელს უწყობს პროცესების სრულ ავტომატიზებას.

მოთხოვნის ზრდასთან ერთად, მომხმარებელთა მხრიდან გაიზარდა კაბელებთან დაკავშირებული ელექტროსამონტაჟო პროდუქციისადმი ინტერესი, სწორედ ამიტომ შეიქმნა „ელვარე ელექტრო მარკეტი“, ადგილი, სადაც მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ მარტივ, კომფორტულ და დროში დაჩქარებულ მონაკვეთში შეიძინონ ელექტროსამონტაჟო პროდუქციის სრული ასორტიმენტი ერთ წერტილში.