
კომპანია „დიკა 2010“-ს საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: მშენებლობა, რეაბილიტაცია, რემონტი. კომპანია 2010 წლის მაისში დაფუძნდა და მას შემდეგ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი აქვს შესრულებული. კომპანიის პორტფოლიოშია სოფელ დიღომსა და საგურამოში პოლიციის შენობების, ასევე 112-ის ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა. სარეაბილიტაციო პროექტებიდან აღსანიშნავია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსის შენობის ნაწილის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება, ასევე, მე-5 და მე-11 სასწავლო კორპუსების რეაბილიტაცია. კომპანია აქტიურად არის ჩართული საგანმანათლებლო დაწესებულებების სარეაბილიტაციო სამუშაოებში და მის მიერ სრულად ან ნაწილობრივ რეაბილიტირდა 90-მდე სკოლის შენობა. კომპანიისათვის სავიზიტო ბარათს წარმოადგენს მის მიერ განხორციელებული გორის სახელმწიფო თეატრისა და ქარელის კულტურის სახლების სარეაბილიტაციო პროექტები.
ამ ეტაპზე შპს ,,დიკა 2010“ ქ. თბილისის მერიის დაკვეთით, თბილისში, დიდ დიღომში აწარმოებს მულტიფუნქციური სპორტული ცენტრის მშენებლობას, რომელიც ახალგაზრდა თაობის ჯანსაღი ცოვრების ხელშეწყობის მიზნით ხორციელდება და მას საქართველოში ანალოგი არ გააჩნია.