
Black Sea Group, საქართველოს ერთ ერთი წამყვანი საინჟინრო და სამშენებლო კომპანიაა, რომელსაც აქვს 20-წლიანი გამოცდილება მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში: ენერგეტიკის, სატრანსპორტო და ავიაციის სფეროებში.
2005 წლის შემდეგ, კომპანიამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ისეთ სტრატეგიულ პროექტებში, როგორებიცაა Trans-Anatolian Natural Gas Pipeline (TANAP) და აღმოსავლეთ-დასავლეთის საავტომობილო მაგისტრალი (TRACECA), ასევე თბილისის, ბათუმის, ქუთაისისა და ამბროლაურის აეროპორტების რეაბილიტაცია-მშენებლობაში. საერთაშორისო დონეზე, კომპანიამ წარმატებით განახორციელა არაერთი პროექტი; აღსანიშნავია ჩრდილოეთ მაკედონიაში, სკოპიეს საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენი ბილიკის რეაბილიტაცია, რაც ევროპაში ქართული კომპანიის მიერ განხორციელებული ერთ-ერთი პირველი სამშენებლო კონტრაქტია.
2023 წელს Black Sea Group-მა სტრატეგიული რესტრუქტურიზაცია დაიწყო, რის შედეგადაც გარდაიქმნა მენეჯერ კომპანიად და მის ქოლგის ქვეშ შექმნა სპეციალიზებული კომპანიები ლოჯისტიკის, მასალების წარმოების, ტექნიკური სერვისების და სხვა მიმართულებებით. აღნიშნული ცვლილებები უზრუნველყოფს ოპერაციული ეფექტურობას და გაზრდილ კონკურენტუნარიანობას. ასევე მნიშვნელოვანია თბილისთან ახლოს, ს. სააკაძის ტერიტორიაზე განთავსებული ახალი ბაზა, რომელიც ქოლგის ქვეშ არსებული კომპანიების მთავარი მისამართია და ერთგვარ სამშენებლო ჰაბს ქმნის, სადაც ინვესტორს თუ კლიენტს შეეძლება სამშენებლო ჭრილში მომსახურების სრული პაკეტის მიღება.დაწყებული ნებართვების მოპოვებაში იურიდიული მხარდაჭერით და უშუალოდ მშენებლობით დასრულებული.
ინოვაციებზე, მდგრად განვითარებასა და საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული მიდგომით, Black Sea Group აგრძელებს საქართველოს ინფრასტრუქტურის მშენებლობას – აკავშირებს რეგიონებს, ინდუსტრიებს და შესაძლებლობებს.
