არ სი ქონსთრაქშენ

შპს “არ სი ქონსთრაქშენ”(თავდაპირველად, როუდ ქონსთრაქშენ“-ის სახელით), დაარსდა 2015 წელს. კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სამშენებლო საქმიანობა, პროექტირება და სამშენებლო მექანიზაციით მომსახურება. კომპანიას შესრულებული აქვს 200-მდე პროექტი მთელი საქართველოს მასშტაბით.

კომპანია ასრულებს როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო დაკვეთებს სხვადასხვა მიმართულებით:

  • საგზაო სამშენებლო სამუშაოები;
  • საავტომობილო გზებზე მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესების ღონისძიებების
    განხორციელება, მათ შორის ლითონის ზღუდარების მოწყობა;
  • ნაპირსამაგრი სამუშაოების განხორციელება;
  • ხელოვნური ნაგებობების სამშენებლო სამუშაოები;
  • საინჟინრო ქსელების გაყვანა, მათ შორის საკანალიზაციო-სანიაღვრე ქსელების და
    სამელიორაციო არხების მოწყობა;
  • გარე განათების ქსელის მოწყობა;
  • საზოგადოებრივი პარკების და ტერიტორიის კეთილმოწყობა;
  • ავტოტრანსპორტითა და სამშენებლო მექანიზაციით მომსახურება;
  • საპროექტო სამუშაოების განხორციელება, მათ შორის საინჟინრო ქსელების მოწყობის
    საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება.

კომპანია მუდმივად ცდილობს აამაღლოს სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების შესრულების ხარისხი და უზრუნველყოს მომხმარებლის საიმედოობა, კომპეტენტურობის, შედეგიანობისა და მომხმარებლის მოთხოვნებზე ორიენტირების საშუალებით, კომპანია იყენებს ინოვაციურ და მაღალხარისხიანტექნოლოგიებსა და რესურსებს უფრო ეფექტური შედეგის მისაღებად.

კომპანია რეგისტრირებულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს „თეთრ სიაში“.