წარმომადგენლობა

სავაჭრო-სამრეწველო პალატა
ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საბჭოს წევრია.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სააპელაციო საბჭო
ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ანა საბახტარიშვილი სააპელაციო საბჭოს წევრი/მდივანია.

არქიტექტურისა და მშენებლობის პროფესიული დარგობრივი საბჭო
ICCA-ის განათლებისა და დასაქმების კოორდინატორი, ლილე შალიკიანი არქიტექტურისა და მშენებლობის მიმართულების პროფესიული დარგობრივი საბჭოს წევრია. საბჭოს ფუნქციები მოიცავს პროფესიული სტანდარტების ან/და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ჩარჩო დოკუმენტების/მოდულების შემუშავების საჭიროებების შესახებ ინიციატივების განხილვას; ასევე, ჩარჩო დოკუმენტებისა და მოდულების პროექტების ცვლილებების განხილვასა და დამტკიცების შესახებ რეკომენდაციების შემუშავებას..

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის
კომიტეტთან არსებული „სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმვის, არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო“ – ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია საბჭოს წევრია.
საბჭოს საქმიანობის მიზანია საქართველოს ტერიტორიის სივრცის დაგეგმვისა და არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროში არსებული მდგომარეობის შესწავლა, ანალიზი, დარგში არსებული პრობლემების აღმოჩენა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტისთვის რეკომენდაციების, საკანონმდებლო ინიციატივების, სტრატეგიურლი მნიშვნელობის დოკუმენტების შემუშავება.

ეკონომიკური პოლიტიკის ადვოკატირების კოალიცია/EPAC
ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია კოალიციის წევრია
სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია – ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია კომისიის წევრია.
სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია არის სათათბირო ორგანო, რომელიც ანგარიშვალდებულია სამმხრივი კომისიის თავმჯდომარის – საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე. სოციალური პარტნიორობა არის შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებულ საკითხებზე სოციალურ პარტნიორებს − დამსაქმებლის (დამსაქმებელთა გაერთიანების), დასაქმებულის (დასაქმებულთა გაერთიანების) და სახელმწიფო დაწესებულების წარმომადგენლებს – შორის დიალოგისა და თანამშრომლობის სისტემა.