შეხვედრა ბიზნესომბუდსმენთან

28 აპრილს, ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის გამგეობის წევრები საქართველოს ბიზნესომბუდსმენს მიხეილ დაუშვილსა და მის მოადგილეს, ნინო კვეტენაძეს შეხვდნენ. შეხვედრაზე მონაწილეებმა განიხილეს კოვიდ19-ის პირობებში, ინფრასტრუქტურული პროექტებზე მომუშავე კომპანიების წინაშე არსებული გამოწვევები, ისაუბრეს ეკონომიკის გახსნის ეტაპებსა და საქართველოს მთავრობის მიერ გამოცხადებული ანტიკრიზისული გეგმის მნიშვნელოვან ასპექტებზე, ასევე ინფრასტრუქტურულ პროექტებში სამშენებლო მასალებზე ფასის ზრდის სახელმწიფო დაზღვევის მექანიზმზე.