
26-27 ნოემბერს, ბაკურიანში, სატუმრო Rooms Hotel Kokhta-ში რიგით მეორე ვორკშოპით დაიხურა ICCA-ს პროექტი, რომლის მხარდამჭერი CIPE (Center for International Private Enterprise) და ასოციაციის წევრი კომპანია York Towers გახლდათ.
ვორკშოპს, სახელწოდებით “შრომის კანონმდებლობისა და შრომის უსაფრთხოების ძირითადი ასპექტები და გამოწვევები მშენებლობაში”, ესწრებოდნენ სამშენებლო კომპანიების, შრომის ინსპექციის და, ასევე, სამშენებლო სამუშაოების შემსყიდველი სახელმწიფო დაწესებულებების წარმომადგენლები. ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით წარსდგნენ ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ანა საბახტარიშვილი და CIPE (Center for International Private Enterprise)-ის პროგრამის ოფიცერი, მარიამ ქუჩულორია.
ამავე დღეს, ღონისძიების ფარგლებში, შრომის ინსპექციის მონიტორინგისა და ზედამხედველობის დეპარტამენტის ოპერატიული ინფორმაციის მოძიების, მონიტორინგისა და დისციპლინარული პასუხისმგებლობის სამმართველოს უფროსმა ლევან აბაშიძემისაუბრა შრომის ინსპექციის მანდატსა და მის უფლებამოსილებებზე და ტიპიურ ინციდენტებზე მშენებლობაში. კომპანია York Towers-ის დირექტორის მოადგილემ, მარიამ ლორთქიფანიძემ, ღონისძიების პირველ ნაწილში წარმოადგინა პრეზენტაცია კომპანიის შესახებ. ვორკშოფის პრაქტიკული და თეორიული ნაწილი წარმართეს თორნიკე თოდრიამ, შრომის უსაფრთხოების კომპანია “საფკოს” თანადამფუძნებელმა, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტმა, ინსტრუქტორმა და მრჩეველმა და რაისა ლიპარტელიანმა, საქართველოსპროფესიული კავშირების გაერთიანების, თავმჯდომარის მოადგილემ და ასოციაციის წევრმა. ვორკშოპის წარმატებულ მონაწილეებს 27 ნოემბერს სერტიფიკატები გადაეცათ.
დაფინანსებას უზრუნველყოფს ამერიკის შეერთებული შტატების შრომის დეპარტამენტი თანამშრომლობითი ხელშეკრულების IL-32531-18-75 K საფუძველზე, სოლიდარობის ცენტრის ქვე-კონტრაქტის ფარგლებში კერძო მეწარმეობის საერთაშორისო ცენტრთან მიმართებით. პროექტის ან პროგრამის მთლიანი ღირებულების 100% ფინანსდება ფედერალური ფონდებით, რაც შეადგენს 580,000 დოლარს. აღნიშნული ფაქტი აუცილებლად არ ასახავს ამერიკის შეერთებული შტატების შრომის დეპარტამენტის შეხედულებას ან პოლიტიკას და არც სავაჭრო მარკის, კომერციული პროდუქტების ან ორგანიზაციების ხსენება გულისხმობს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მხრიდან უპირობო მხარდაჭერას.