პანელური დისკუსია შესყიდვებისა და სამშენებლო გადაწყვეტილებების შესახებ

17 აპრილს, სამშენებლო სექტორის წლის უმნიშვნელოვანესი ღონისძიების – Caucasus Build-ის ფარგლებში, ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის (ICCA) ორგანიზებით გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე: „როგორ შენდება მსხვილი პროექტები საქართველოში – შესყიდვები და გადაწყვეტილებები“.
პანელის ფარგლებში დარგის ლიდერებმა დეტალურად განიხილეს მომწოდებლების შერჩევის პროცესი, ხარისხისა და ფასის ბალანსი, ადგილობრივი წარმოების უპირატესობები და ის ლოგისტიკური გამოწვევები, რომლებსაც კომპანიები ყოველდღიურ საქმიანობაში აწყდებიან.
სპიკერებმა ასევე იმსჯელეს იმ ტექნოლოგიებზე, რომლებზეც დღეს ბაზარზე მოთხოვნა იზრდება და მიმოიხილეს ის ძირითადი ტენდენციები, რომლებიც უახლოეს 2-3 წელიწადში შესყიდვების პროცესის ტრანსფორმაციას განსაზღვრავს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ადგილობრივი მომწოდებლების როლს და ბაზარზე არსებული სერვისების ხარისხობრივ განვითარებას.
დისკუსიაში მონაწილეობდნენ:
ზვიად თოიძე – INSI Construction & Building Co., გენერალური დირექტორი
ქრისტინე პელიხი – სამშენებლო კომპანია ანაგი • Anagi Construction Company, შესყიდვების სამსახურის უფროსი
ამირან მამუჭაძე – Company Black Sea Group, დირექტორი
გოგა მაჭავარიანი – „სითიზენი“, დირექტორი
ბესო ორთოიძე – „არსი“
მოდერატორი: ირაკლი გიორგობიანი (ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი)