მშენებლობისა და ინჟინერიის დარგობრივი უნარების ორგანიზაციის შემაჯამებელი სამუშაო შეხვედრა გაიმართა სასტუმრო “რედისონ რედში”. ღონისძიებაზე შეჯამდა ის მიღწევები და შედეგები, რომელიც ორგანიზაციის დაარსებიდან დღემდე გამოვლინდა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს წევრმა ორგანიზაციებმა. ღონისძიების ფარგლებში საუბარი იყო ასევე სამომავლო გეგმებსა და აქტუალურ საჭიროებებზე სექტორისთვის მნიშვნელოვანი უნარების განვითარების კუთხით.









