მეწარმეთა შესახებ კანონის პროექტი/ტრენინგი

ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია გიწვევთ მეწარმეთა შესახებ კანონის პროექტთან დაკავშირებული ტრენინგის 6-საათიან კურსზე (2 დღე). ტრენინგზე განხილული იქნება საკითხები სამართლებრივ კონტექსტში; სამეწარმეო სამართლის რეფორმა, საწარმოს დაფუძნება და ქონებრივი სტრუქტურა, საწარმოს ორგანიზაციული სტრუქტურა, დირექტორის მოვალეობები, სასამართლო პრაქტიკის მიმოხილვა, დახურული კორპორაციები და მათი თავისებურებები, რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია და სხვა.  ტრენინგზე დასარეგისტრირებელ ბმულზე მონაწილეებს შეეძლებათ მონიშნონ მათთვის საინტერესო თემები და პასუხების შესაბამისად აეწყობა დეტალური სილაბუსი – აუდიტორიისთვის მეტად საინტერესო საკითხებს დაეთმობა მეტი დრო.

ტრენერები: პროფესორი, სამართლის დოქტორი გიორგი ჯუღელი და ასოცირებული პროფესორი, სამართლის დოქტორი ლაშა ცერცვაძე LLM, MLB, იურიდიული ფირმა Full Legal Service-ის მმართველი პარტნიორი. გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში, არაუგვიანეს 27 ოქტომბრისა, დაგვიდასტუროთ თქვენი მონაწილეობა ამ შევსებული ფორმით.  

თარიღი: 28-29 ოქტომბერი, 17:00-20:00 

ტრენინგების გამართვის ადგილი: ონლაინ შეხვედრების პლატფორმა Zoom-ი. 

ტრენინგის საფასური: კურსის ღირებულებაა 200 ლარი; „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია“ საკუთარ წევრებს დაუფარავს ტრენინგის სრულ ღირებულებას. მონაწილეებს გადაეცემათ ტრენინგის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.