ICCA მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების პროექტის მხარდამჭერია

“ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის” აღმასრულებელმა დირექტორმა ანა საბახტარიშვილმა და პროექტ “სოფლის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების” ჯგუფის ლიდერმა, რიჩარდ როუზმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. შეთანხმება შედგა სოფლად მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების პროექტის ფარგლებში, რომელიც Swisscontact-ის, Mercy Corps-ისა და Springfield Center-ის კონსორციუმის მიერ ხორციელდება. აღნიშნული პროექტი ფინანსდება შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის სამხრეთ კავკასიის ეგიდით, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC)  მიერ.პროექტის პირველ ეტაპზე, განსახორციელებელი აქტივობები გულისხმობს სამშენებლო მასალათა მცირე მწარმოებლების შესაძლებლობების გაძლიერებას, რომელიც სამშენებლო კომპანიების მიერ განხორციელდება, ქოუჩინგის და მენტორინგის სისტემით.პროექტის განხორციელებამდე, დაიგეგმა მიზანშეწონილობის კვლევა, იმისათვის, რომ ზუსტად განისაზღვროს სეგმენტის საჭიროებები და პროგრამაში ჩართული პოტენციური სამშენებლო კომპანიების მზაობა, აღნიშნული პროცესებისადმი.