
მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის“ წევრი კომპანიები „CDG სინდრომისა და აუტიზმის ფონდის“ ოფიციალური პარტნიორები გახდნენ. მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, კომპანიებმა ფონდს ფინანსური მხარდაჭერა აღმოუჩინეს, რაც ხელს შეუწყობს CDG სინდრომისა და აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და ბენეფიციართა საჭიროებების დაკმაყოფილებას.
განსაკუთრებული მადლობა კომპანიებს:
ინსი; RC კონსთრაქშენი; ტესენ ჯგუფი; ნექსია; ბემონი ინჟინერია და მშენებლობა; ლ ენ ლ; IC company; ელიტ მოტორსი; სპეცკომფორტი;
