
სს “ბანკი ქართუ” 30 წელია აქტიურად ოპერირებს ქართულ ბაზარზე კორპორატული ბანკის სტატუსით.
ბანკის მისია დაარსების დღიდან უცვლელია და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი დარგების განვითარებაში წვლილის შეტანას წარმოადგენს.
საქართველოს მასშტაბით მოქმედი ბანკის სერვისცენტრები აქტიურად მონაწილეობენ ეროვნული მნიშვნელობის პროექტების დაფინანსებაში. აღნიშნული ხელს უწყობს ბანკის ჩართულობას ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში.
ბანკი გამოირჩევა როგორც კლიენტებზე, ისე თანამშრომლებზე ორიენტირებული ინდივიდუალური მიდგომით. მისი გუნდი შედგება მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალებისგან, რომლებიც მუდმივად მუშაობენ მომხმარებელთა საჭიროებებზე მორგებული პროდუქტებისა და სერვისების განვითარებაზე.
2025 წლის 26 სექტემბერს, ჩატარებული შეფასების შედეგად, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings-მა სს „ბანკ ქართუს“ გაუმჯობესებული გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი B+ მიანიჭა.
