ახალი წევრი ასოციაციაში – იორკ თაუერსი

მოხარულები ვართ, გაცნობოთ, რომ კომპანია York Towers ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ახალი წევრია. იორკ თაუერსი არის ერთ-ერთი უმსხვილესი და სწრაფად მზარდი სამშენებლო კომპანია საქართველოში. ის დაარსდა 2016 წელს და მალევე შეძლო საერთაშორისო ნდობის მოპოვება სამშენებლო სექტორში. იორკ თაუერსი აგებულია პასუხისმგებლობაზე მომხმარებლებისა და თანამშრომლების, ქვეყნისა და სამშენებლო ინდუსტრიის წინაშე.იორკ თაუერსის მისიაა იყოს სანდო და სტაბილური, კეთილსინდისიერად შეასრულოს დაკისრებული ვალდებულებები, რაც განსაზღვრავს კომპანიის გრძელვადიან საიმედოობას. კომპანიის მიზანია თანამედროვე სახლების და ბინების შენება, მაღალკვალიფიციური სპეციალისტების ჩართულობით. დეტალები კომპანიის შესახებ, იხილეთ აქ.