ხშირად დასმული კითხვები

ხშირად დასმული კითხვები

რომელი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები ახორციელებენ სამშენებლო მიმართულების პროგრამებს და რომელ რეგიონში?

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებათა ჩამონათვალი, სამშენებლო მიმართულების პროგრამები და ლოკაციები შეგიძლიათ, იხილოთ აქ.

რა ფინანსურ ხარჯებთან არის დაკავშირებული დუალურ პროგრამაში ჩართვა კომპანიის მხრიდან?

კომპანიამ უნდა გააფორმოს სტუდენტთან ხელშეკრულება შესაბამისი ანაზღაურების (ინდივიდუალურია, დამოკიდებულია კონკრეტულ შეთანხმებაზე) გათვალისწინებით.

კომპანიის ინსტრუქტორის დამატებითი ანაზღაურება დამოკიდებულია კომპანიის შეთანხმებაზე.

რა კონკრეტული ვალდებულებები აქვს კომპანიას დუალურ პროგრამაში ჩართვის შემთხვევაში?
  • კომპანიამ კოლეჯთან ერთად უნდა შეარჩიოს პროფესიული სტუდენტები;
  • კომპანიამ უნდა გამოყოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ინსტრუქტორი/თანამშრომელი, რომელიც უზრუნველყოფს პროფესიული სტუდენტების სწავლებას;
  • კომპანიამ უნდა უზრუნველყოს იმ მოდულების სწავლება საკუთარ საწარმოში, რომლებზეც წინასწარ შეუთანხმდა კოლეჯს;
  • კომპანიას უნდა ჰქონდეს შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა;
  • კომპანიამ სწავლის დაწყებამდე პროფესიულ სტუდენტ(ებ)ს უნდა გააცნოს საწარმოში შრომის უსაფრთხოების დაცვის ნორმები;
  • ​კომპანიამ უნდა გააფორმოს სტუდენტთან ხელშეკრულება შესაბამისი ანაზღაურების გათვალისწინებით.
რა ბენეფიტებს იღებს დუალური პროგრამის განხორციელებაში ჩართული კომპანია?
  • კომპანია აკვირდება პოტენციური დასაქმებულების შესაძლებლობებს და თავად იღებს გადაწყვეტილებას, თუ ვის დაიტოვებს სამუშაო ადგილას;
  • შეგირდობა (სტუდენტი, რომელიც დუალური პროგრამის ფარგლებში სწავლობს კომპანიაში) შესაძლოა გამოიყენებოდეს, როგორც მომავალში კვალიფიციური კადრის რეკრუტინგი;
  • საქმიანობის/სწავლების განმავლობაში სტუდენტს/შეგირდს შეუძლია პროდუქტიული წვლილის შეტანა კომპანიის სამუშაო პროცესში.​
როგორ გავხდეთ დუალური პროგრამის პარტნიორი კომპანია?

კომპანიის მოთხოვნებისა და ინტერესების გათვალისწინებით, ICCA სიამოვნებით შესთავაზებს დაინტერესებულ კომპანიებს შესაძლო ალტერნატივებს, იქნება ეს მისთვის საინტერესო დუალური პროგრამა, პარტნიორი კოლეჯი სასურველ რეგიონში და სხვა.

რას გულისხმობს მომზადება-გადამზადების პროგრამა და შესაძლებელია თუ არა საკუთარი თანამშრომლების გადამზადება?
  • პროფესიული მომზადების პროგრამა პირს ამზადებს პროფესიასთან დაკავშირებული ცალკეული ამოცანებისა და მოვალეობების შესასრულებლად;
  • პროფესიული გადამზადების პროგრამის მიზანია, პირს, რომელიც უკვე ფლობს პროფესიას, გამოუმუშაოს ამავე პროფესიასთან დაკავშირებული, საჭირო უნარები ან აუმაღლოს კვალიფიკაცია.

მომზადება-გადამზადების პროგრამები მოკლევადიანია. მათი ხანგრძლივობა დამოკიდებულია პროგრამის შინაარსზე, მიზანსა ან/და დამსაქმებლის აქტუალურ მოთხოვნაზე (თუ კომპანია იჩენს ინიციატივას, შეიმუშაოს საკუთარ საჭიროებებზე მორგებული პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამა).

  • დიახ, კომპანიას შეუძლია, გადაამზადოს საკუთარი თანამშრომლები.

ზოგადი პროცედურა: კომპანიისთვის აქტუალური საჭიროების გათვალისწინებით, საგანმანათლებლო პროფესიული გადამზადების პროგრამის შერჩევა – ლოკაციის განსაზღვრა – კოლეჯის შერჩევა – მოლაპარაკების წარმოება კოლეჯის წარმომადგენელთან – ხელშეკრულების გაფორმება.

სად შეიძლება მოვიძიოთ მომზადება-გადამზადების პროგრამების ჩამონათვალი?

პროფესიული მომზადება/გადამზადება – განმახორციელებელები და პროგრამები: 

https://eqe.ge/ka/page/static/968/ganmakhorcielebelebi-da-programebi 

როგორ უნდა გახდეს დამსაქმებელი კომპანია პრაქტიკის განმახორციელებელი?

მას შემდეგ, რაც კომპანია გამოთქვამს სურვილს, გახდეს პრაქტიკის განამხორციელებელი, სურვილისამებრ, ICCA გაუწევს კოორდინირებას მოცემულ პროცესს. პირველ რიგში, მოხდება კომპანიის ინფორმირება კონკრეტული შესაძლებლობების შესახებ, დადგინდება სასურველი სამშენებლო მიმართულება, ლოკაცია, კოლეჯი და სხვა დეტალები; ამის შემდეგ დაიწყება მოლაპარაკება კოლეჯთან, გაფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება დაინტერესებულ მხარეებს შორის.

როგორ შეიძლება კომპანიამ მოიპოვოს არაფორმალური განათლების ამღიარებლის სტატუსი?

გთხოვთ, იხილოთ დეტალური ინსტრუქცია არაფორმალური განათლების აღიარების უფლების მოპოვების შესახებ: 

                არაფორმალური განათლების აღიარების უფლების მოპოვება 

ფასიანია თუ არა არაფორმალური განათლების აღიარების უფლების მოპოვება?

დიახ, იმისათვის, რომ დაინტერესებულმა კომპანიამ (პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამის განხორციელებაზე უფლებამოსილი იურიდიული პირი) მოიპოვოს არაფორმალური განათლების ამღიარებლის სტატუსი, განაცხადის წარსადგენად უნდა გადაიხადოს შესაბამისი თანხა, რომელიც შეადგენს 500 ლარს.

ორგანიზაციის რომელიმე თანამშრომელს თუ შეუძლია, გახდეს არაფორმალური განათლების კონსულტანტი?

დიახ, კონსულტანტი შეიძლება იყოს ნებისმიერი პირი (მენეჯერი, ხელმძღვანელი, მენტორი, გამოცდილი კოლეგა, მასწავლებელი ან ინსტრუქტორი), რომელიც დააკმაყოფილებს კონსულტანტთა საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და რომელიც არ არის საჯარო მოხელე ან განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის თანამშრომელი.

დამატებითი ინფორმაციისთვის

სხვა კითხვების არსებობის შემთხვევაში, მოგვწერეთ: [email protected]