ხშირად დასმული კითხვები (სტუდენტებისთვის)

ხშირად დასმული კითხვები

სად შეიძლება ვნახოთ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი?

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სრული ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ შემდგომ საძიებო პლატფორმაზე:

https://vet.ge/ge/programs

სად შეიძლება ვნახოთ პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამების ჩამონათვალი და განმახორციელებელი კოლეჯები?

პროფესიული მომზადება/გადამზადების  განმახორციელებლები და პროგრამები შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე:

https://eqe.ge/ka/page/static/968/ganmakhorcielebelebi-da-programebi

სად შეიძლება ვიხილოთ ჩასაბარებელი ტესტების ნიმუშები?

აპლიკანტებს საშუალება აქვთ, ჩასაბარებელი ტესტების ნიმუშები მოიძიონ შემდეგ ბმულზე:

https://naec.ge/#/ge/post/2219

ქართული ენის გარდა, ბარდება თუ არა პროფესიული ტესტირება სხვა ენაზე?

პროფესიული ტესტირების ჩაბარება შესაძლებელია ქართულ, რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე. უცხო ენაზე პროფესიული ტესტირების ჩაბარების შემთხვევაში, აპლიკანტი ისწავლის ქართული ენის მოდულს, შემდგომ კი სწავლას გააგრძელებს სასურველ პროფესიულ პროგრამაზე.

შემიძლია თუ არა ქულის შენახვა?

ყველა პირს, რომელმაც ჩააბარა პროფესიული ტესტირება და ვერ მოიპოვა სწავლის უფლება პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, მხოლოდ ერთხელ, შემდგომი მიღების ფარგლებში, ეძლევა საშუალება გამოიყენოს წინა ტესტირების დროს მიღებული ქულა. აღსანიშნავია, რომ ასეთ აპლიკანტებს, ასევე, უფლება აქვთ განმეორებით გავიდნენ ტესტირებაზე და გააუმჯობესონ წინა ტესტირებაზე მიღებული შედეგები. ასეთ შემთხვევაში, მხედველობაში მიიღება მხოლოდ განმეორებითი ტესტირების დროს მიღებული შეფასებები, მაშინაც კი, თუ ისინი პირვანდელზე დაბალია.

როგორ ხდება დაფინანსების მოპოვება სახელმწიფო კოლეჯების სასწავლო პროგრამებზე?

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული პროფესიული ტესტირების გავლის შემდგომ კომპეტენციების მინიმალური ზღვრის გადალახვის შემთხვევაში, პირი მოიპოვებს სახელმწიფო დაფინანსებას და სრულიად უფასოდ მიიღებს სასურველ პროფესიულ განათლებას სახელმწიფოს მიერ ან თანამონაწილეობით დაფუძნებულ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებაში.

რა ასაკში შემიძლია ჩავაბარო მომზადება-გადამზადების პროგრამაზე?

დამოკიდებულია პროგრამაზე. უმეტესად, პროგრამების წინაპირობა არის სრული ზოგადი განათლება. სტუდენტი უნდა იყოს 18 წლის ან მეტის.

რა განათლების მქონემ შემიძლია ჩავაბარო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე?

პროფესიული განათლების საფეხურზე გადასვლა შესაძლებელია როგორც სრული ზოგადი განათლების მიღების (XII კლასი), ასევე, საბაზო ზოგადი განათლების მიღების შემდეგ (IX კლასი).

რა ხანგრძლივობისაა პროფესიული პროგრამა?

3-30 თვე – ხანგრძლივობა დამოკიდებულია პროგრამის შინაარსსა და მიმართულებაზე.

https://vet.ge/ge/programs

ავიღებ თუ არა დიპლომს პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამის გავლის შემდეგ?

არა, მომზადება-გადამზადების პროგრამის გავლის შემდგომ იღებთ შესაბამის სერტიფიკატს.

გადამიხდიან თუ არა ანაზღაურებას დაუალურ პროგრამაზე სწავლის დროს?

​ანაზღაურების გადახდის საკითხი დადგინდება უშუალოდ დუალურ პროგრამაში ჩართულ კომპანიისა და კოლეჯის შეთანხმების შემდგომ.

დუალურ პროგრამაზე სწავლა აუცილებლად ნიშნავს იმას, რომ სწავლის დასრულების შემდეგ დავსაქმდები ამ კომპანიაში?

არა, იმისათვის, რომ სწავლის დასრულების შემდეგ დასაქმდეთ კონკრეტულ კომპანიაში, საჭიროა, დამსაქმებელმა აგირჩიოთ სტუდენტთა ჯგუფიდან. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, აკმაყოფილებდეთ კომპანიის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გქონდეთ საჭირო უნარები.

დამატებითი ინფორმაციისთვის

სხვა კითხვების არსებობის შემთხვევაში, მოგვწერეთ: [email protected]