ასოციაციის სერვისები

 

ასოციაციის წევრობით, თქვენ გეძლევათ საშუალება, გადასახადის ფარგლებში, გქონდეთ შემდეგი შესაძლებლობები:

 

  • გახდეთ სამშენებლო სექტორში უმსხვილესი გაერთიანების ნაწილი და თქვენი ხმა ისმოდეს ნებისმიერ პლატფორმაზე უფრო ძლიერად.
  • თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ასოციაციამ მოიკვლიოს გარემოებები და, შედეგად, შეგროვებული ინფორმაციის ბაზაზე, შემუშავდეს რეკომენდაციები და წინადადებები, დაინიცირდეს შესაბამისი ცვლილებები.
  • აქტიურად ჩაერთოთ საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავების პროცესში და გააჟღეროთ თქვენი პოზიციები სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებთან და გადაწყვეტილების მიმღებ სხვა პირებთან.
  • გქონდეთ მძლავრი სექტორული გაერთიანების მხარდაჭერა, თქვენს წინაშე, საქმიანობის ჯეროვნად განხორციელების ხელისშემშლელი ფაქტორების წარმოქმნისას არსებული საკითხების მოკვლევისა და გადაწყვეტისათვის.
  • პერმანენტულ რეჟიმში, მიიღოთ საკანონმდებლო სიახლეების შესახებ ინფორმაცია, რელევანტური სიახლეების მიმოხილვა და საჭიროების შემთხვევაში, ანალიზი;
  • მიიღოთ მონაწილეობა ასოციაციის მიერ დაგეგმილ საგანმანათლებლო აქტივობაში (ტრენინგი, სემინარი, ვორკშოპი და სხვ), რომელიც ემსახურება სექტორისათვის განსაკუთრებულად აქტუალური მიმართულებების, როგორებიცაა შრომის უსაფრთხოება, გარემოს დაცვა, ენერგოეფექტურობა და სხვა თემების კუთხით ორგანიზაციის ადამიანური კაპიტალის განვითარებას;
  • გქონდეთ წვდომა პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების და მომზადება – გადამზადების საკითხებში არსებულ შესაძლებლობებზე.
  • გქონდეთ მხარდაჭერა, და გყავდეთ შუამავალი იმ პროცესების განხორციელებასა და სრულყოფაში, რომელიც დაგეხმარებათ, მოიძიოთ, პროფესიულად განავითაროთ და მიიღოთ კონკრეტულად თქვენი კომპანიის საჭიროებაზე მორგებული კვალიფიციური კადრი.
  • ისარგებლოთ პროფესიული მხარდაჭერის სერვისით, ნებისმიერ დროს, არაერთი მიმართულებით: სამართლებრივი მხარდაჭერა, HR მხარდაჭერა, კომუნიკაციების (PR) სპეციალისტის მხარდაჭერა და სხვა.
  • მუდმივმოქმედ რეჟიმში გქონდეთ კომუნიკაცია სექტორში ოპერირებად წამყვან წევრ კომპანიებთან და გაცნობის, დაკავშირების, ერთობლივი გეგმების შემუშავების თუ საერთო ინტერესების რეალიზების მიმართულებით;
  • დაგეგმოთ B2B შეხვედრები როგორც ასოციაციის წევრებთან, ისე სხვა კომპანიებთან;
  • გაუზიაროთ თქვენი მოსაზრებები ასოციაციის სხვა წევრებს და გააღრმავოთ ურთიერთობები საერთო ინტერესების სფეროში;
  • მიიღოთ მონაწილეობა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ ფორმალურ თუ არაფორმალურ ღონისძიებებში;
  • მიიღოთ მხარდაჭერა თქვენთვის საინტერესო ორგანიზაციებთან ურთიერთობების ჩამოყალიბებაში;
  • გქონდეთ ინფორმაცია და დასწრების შესაძლებლობა ასოციაციის პარტნიორი ორგანიზაციების მიერ დაგეგმილ ღონისძიებებზე;
  • ასოციაციის მიერ შექმნილი სხვადახვა საკომუნიკაციო არხების მეშვეობით, სწრაფად დაუკავშირდეთ და გაცვალოთ ინფორმაცია ასოციაციის წევრებთან, თქვენთვის საჭირო და აქტუალურ საკითხებზე.
  • გაზარდოთ თქვენი ბიზნესის ცნობადობადობა და გააძლიეროთ ნეთვორქინგი;
  • თქვენი კომპანიის საქმიანობის მხარდასაჭერად, პერიოდულად მიიღოთ სამშენებლო ინდუსტრიასთან დაკავშირებული სისტემატიზირებული ინფორმაცია;
  • სურვილისამებრ გამოიყენოთ ასოციაციის ბრენდი, სხვადასხვა პლატფორმებზე პოზიციონირებისას;
  • გაავრცელოთ თქვენი კომპანიის სიახლეების თუ შეთავაზებების შესახებ ინფორმაცია სექტორისთვის შესაბამის სამიზნე აუდიტორიასთან, ყოველთვიური ნიუსლეთერის მეშვეობით და თავად მიიღოთ ინფორმაცია სექტორში არსებული პროცესებისა და სიახლეების შესახებ;
  • გამოიყენოთ ასოციაციის საინფორმაციო პლატფორმები (სოციალური ქსელები, ვებგვერდი, პარტნიორი მედია საშუალებები) თქვენი კომპანიის შესახებ ინფორმაციის და ასევე, მნიშვნელოვანი სიახლეების განსათავსებლად. ამასთან, თემატური კონტენტის ფარგლებში, წარმოაჩინოთ თქვენი კომპანია ფართო აუდიტორიის წინაშე.
  • დამატებითი ანაზღაურების გარეშე უზრუნველყოთ თანამშრომლები უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევის პაკეტით, ასოციაციის წევრი და პარტნიორი სადაზღვევო კომპანია “ალფასგან.”
  • მიღოთ ექსკლუზიური პირობები და შეთავაზებები სხვადასხვა საქონლისა და სერვისის მომწოდებელი ასოციაციის პარტნიორი ორგანიზაციებისაგან.