
26 თებერვალს „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციამ“, BV Consulting-თან თანამშრომლობით, მნიშვნელოვანი საინფორმაციო სემინარი: „უცხოელთა დასაქმების ახალი წესი“ დააორგანიზა. 2026 წლის 1 მარტიდან საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთა დასაქმების წესი იცვლება.
მსმენელებს შეხვედრის ფარგლებში ჰქონდათ შესაძლებლობა, დეტალურად მიეღოთ ინფორმაცია შემდეგი თემების შესახებ: შრომითი ნებართვის მოპოვების პროცედურა; სამუშაო ვიზა და ბინადრობის მოწმობა; ზედამხედველობა და ახალი სამართლებრივი პასუხისმგებლობები.
საინფორმაციო სემინარს უძღვებოდა „ბი ვი ქონსალთინგის” მმართველი პარტნიორი, ვახტანგ შურღაია.
