ჯი სი ჯი

კომპანია GCG-ის საქმიანობას წარმოადგენს ყველა სახის ასფალტო-ბეტონის წარმოება, მათ შორის ცივი ასფალტო-ბეტონისა და თბილი ნარევის გამოშვება. კომპანია ასევე უზრუნველყოფს ყველა სახის საგზაო ბიტუმის ემულსიის წარმოებასა და მის თანმდევ მოსხმას, ასფალტო-ბეტონის ტრანსპორტირებას, დაგებას, საგზაო საფუძვლის სტაბილიზაციისა და ფრეზირების მომსახურებას.

GCG აღჭურვილია ზემოთ ჩამოთვლილი წარმოებისა თუ მომსახურებისთვის საჭირო ყველა თანამედროვე საწარმოო დანადგარითა და ტექნიკით.

კომპანიის შიგნით დანერგილია ხარისხის მართვის სისტემა და საკუთარ ლაბორატორიაშივე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ხორციელდება ქვიშა-ხრეშოვანი ნარევების სრული ტესტირება, ბიტუმის ხარისხის კონტროლი, ასფალტო-ბეტონის ცხელი ნარევებისა და კერნების სრული ფიზიკა-მექანიკური ტესტირება. აღნიშნულიდან გამომდინარე, GCG პოზიციონირდება როგორც მაღალი ხარისხის, დროული პროდუქციისა თუ სერვისების მიმწოდებელი ქართული ბაზრისთვის.

კომპანიას მონაწილეობა აქვს მიღებული დედაქალაქის ინფრასტრუქტურული და საერთაშორისო მნიშვნელობის საგზაო-სამშენებლო სამუშაოების შესრულებაში, ასევე დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის მშენებლობაში.

GCG აქტიურად აგრძელებს განვითარებას, რომელიც ეფუძნება საერთაშორისო გამოცდილებას, ინოვაციებს და გარემოზე ნაკლებად მოქმედი აპლიკაციებისა და სტანდარტების დანერგვას.