ახალი ცემენტი

კომპანია ‘’ახალი ცემენტი“ შეიქმნა 2010 წელს. მისი ძირითადი მიზანი იყო საქრთველოში არსებული ნარჩენების, კერძოდ ნაცრების გადამუშავება და სხვადასვა საამშენებლო მასალების მიღება.

2011 წელს კომპანიამ   მიიღო პატენტი გამოგონებაზე (P 6005) , მცირე კლინკერიანი და უკლინკერო ცემენტებისა და შემკვრელი მასალების მიღებასთან დაკავშირებით, რის შედეგადაც ახალი  ტექნოლოგიის გამოყენებით  აწარმოებს  სხვადასვა მარკის ცემენტებს და მშრალ ნარევებს.

ახალი ცემენტის პროდუქცია ფართოდ გამოიყენება ინფრასტრუქტურულ პროექტებში : გზების სტაბილიზაცია, გზების რეციკლირება, ასფალიტის წარმოება,ბეტონის წარმოება როგორს ჩვეულებრივი ასევე ტკეპნილი, ჰიდროტენიკურ მშენებლობაში , სამოქალაქო მშენებლობაში მათ შორის ბლოკის წარმოებაში და ა.შ..

2023 წელს გაეროს შესაბამისი დეპარტამენტის ეგიდით შევქმენით ანთროპოგენული რესურსების ასოციაცია საქართველოში არაგი, რომელიც იმავე წელს გახდა ევროპის საეთაშორისო მარეგულირებელი ასოციციის ECOBA -ს სრულუფლებიანი წევრი და 2024 წლის ნოემბერში საქართველოში ჩატარდა ECOBA -ს გენერალური ასსამბლეა.

„ახალი ცემენტი“ მსოფლიო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ნარჩენების გადამუშავების ინოვაციურ ტექნოლოგიებს ნერგავს. კომპანიამ უკვე შექმნა ეკოლოგიურად სუფთა მიკროტალღური საშრობი და სამხრეთაფრიკელ სპეციალისტებთან ერთად მიიღო უნიკალური ქართული გეოპოლიმერული ცემენტი, რომელიც კლინკერისა და $CO$ გამონაბოლქვის გარეშე იწარმოება.