
კომპანია „საფკო“ და ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია გიწვევთ ერთობლივ სემინარზე – „ნარჩენების მართვის საკანონმდებლო და ეკონომიკური განზომილებები“.
„საფკო“ დამოუკიდებელი ჯანმრთელობის დაცვის და შრომის უსაფრთხოების კომპანიაა, რომელიც დაკომპლექტებულია 15+ წლიანი საერთაშორისო გამოცდილების და სფეროს უმაღლესი სერტიფიცირების მქონე პერსონალით. „საფკო“ წარმოადგენს საერთაშორისო ორგანიზაციის IOSH (Institution of Occupational Safety & Health) ლიცენზირებულ პროვაიდერს და პარტნიორებს სთავაზობს შრომის უსაფრთხოების მრავალფეროვან მომსახურებას, რათა მათ დააკმაყოფილონ სახელმწიფო კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები, აამაღლონ უსაფრთხოების კულტურა საკუთარ კომპანიებში და მიაღწიონ საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს. სემინარი ორიენტირებულია მსმენელს გააცნოს ქვეყანაში მოქმედი ნარჩენების მართვის კოდექსი და ინფორმაცია იმ მოთხოვნათა შესახებ, რომლებსაც ნარჩენების მარეგულირებელი ჩარჩო უყენებს იურიდიულ თუ კერძო პირებს საქმიანობის მდგრადი მეთოდებით სამართავად. სემინარზე ასევე განხილული იქნება ნარჩენების როლი მომავლის ეკონომიკურ მოდელებში. სემინარი ერთდღიანია და მოიცავს ორ ნაწილს: პირველ ნაწილში მოკლედ იქნება მიმოხილული ნარჩენების ისტორია; აქცენტირებული იქნება ნარჩენების მართვის იერარქია და მისი მნიშვნელობა; განხილული იქნება ბიზნესის კეთების არსებული და მდგრადი მოდელები. ვისაუბრებთ ცირკულარული ეკონომიკის როლსა და ნარჩენების, როგორც რესურსის შესახებ. სემინარის მეორე ნაწილი დაეთმობა საქართველოში უკანასკნელ წლებში ამოქმედებულ საკანონმდებლო მოთხოვნებს ნარჩენების მართვის მიმართულებით – ნარჩენების მართვის კოდექსს და მისგან გამომდინარე სხვა იურიდიულ დოკუმენტებს, რომლებიც კომპანიებს გარკვეულ ვალდებულებებს აკისრებს. დეტალურად იქნება განხილული ნარჩენების მართვის კოდექსის მოთხოვნები, რათა მსმენელებმა შეძლონ საკუთარი საქმიანობის მართვა ეროვნულ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. სემინარის მიზნები: მსმენელს მისცეს ცოდნა საქართველოში მოქმედი ნარჩენების მართვის კოდექსის და მისგან გამომდინარე სხვა იურიდიული დოკუმენტების მოთხოვნათა შესახებ; მსმენელს შეუქმნას წარმოდგენა ნარჩენების მართვის იერარქიის შესახებ;მსმენელს გააცნოს ცირკულარული ეკონომიკა და წარმოუდგინოს ნარჩენები, როგორც რესურსი;მოახდინოს მსმენელთა მიერ ბუნებრივი და სოციალური გარემოსადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულებისა და მდგრადი მოხმარების პრინციპების გააზრება და გაზიარება;ჩამოუყალიბოს მსმენელს ბუნებრივი და სოციალური გარემოსადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება.
სემინარის შედეგები: სემინარის დასრულების შემდეგ მსმენელს ექნება ცოდნა, საქართველოში უკანასკნელ წლებში ამოქმედებული ნარჩენების მარეგულირებელი ჩარჩოს შესახებ;მსმენელი შეძლებს საქმიანობა დაგეგმოს და განახორციელოს საკანონმდებლო მოთხოვნათა შესაბამისად;მსმენელი შეძლებს დაგეგმოს და განახორციელოს პროექტები გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობაში;სემინარი დაეხმარება მსმენელს პროექტების დაგეგმვის, განხორციელებისა და მართვის ეტაპებზე დაზოგოს რესურსები ნარჩენების მართვის იერარქიის გათვალისწინებთ.
სემინარი საინტერესო იქნება კერძო სექტორის საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერებისათვის, რომელთა პასუხისმგებლობებში შედის კომპანიის საქმიანობის გარემოსდაცვითი და სოციალური კომპონენტების მართვა; ასევე, ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის, რამდენადაც კურსი არ მოითხოვს კონკრეტულ ცოდნას ამ მიმართულებით.
მონაწილეებს გადაეცემათ სემინარის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი. გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში, არაუგვიანეს 8 ოქტომბრისა, დაგვიდასტუროთ თქვენი მონაწილეობა ამ შევსებული ფორმით: დრო: 10 ოქტომბერი, 2020 წ. 10:30 – 17:30 (სულ 6 საკონტაქტო საათი). ადგილი: ლუბლიანას ქუჩა 13ბ, „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის“ საკონფერენციო დარბაზი სემინარის საფასური: კურსის ღირებულებაა 140 ლარი; „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია“ საკუთარ წევრებს დაუფარავს ტრენინგის სრულ ღირებულებას. ტრენერი: ლიკა კვიწინაშვილი სპეციალობა: გარემოსდაცვითი მართვის მაგისტრი; კონფლიქტების ანალიზისა და მართვის მაგისტრი.ტრენერს აქვს სოციალური, გარემოსდაცვითი და მიწის საკითხების და მასთან დაკავშირებული კონფლიქტების მართვის, ასევე გარემოზე ზემოქმედების შეფასებისა და მართვის გეგმების დოკუმენტებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. ტრენერი იცნობს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტისა და მსოფლიო ბანკის გარემოსდაცვით და სოციალურ სტანდარტებს და აქვს ამ სტანდარტების შესაბამისად მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება.