ბრიტანია დეველოპმენტი

შპს „ბრიტანია დეველოპმენტ“ დაფუძნდა 2021 წელს და დაარსების დღიდან აქტიურად მონაწილეობს საქართველოს სამშენებლო ბაზარზე მრავალი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში. კომპანიამ მოკლე დროში, წარმატებით მოახდინა საკუთარი სარემონტო ჯგუფების ფორმირება მუდმივ შტატში მყოფი ტექნიკური პერსონალით, რამაც უზრუნველყო პროექტების ხარისხიანი და წარმატებული შესრულება და გუნდის ჩამოყალიბება პროფესიონალ კადრებად.

კომპანიის დასრულებული პროექტები მოიცავს ადმინისტრაციულ და ურბანულ ინფრასტრუქტურას, მათ შორის: ქალაქ თბილისის კრწანისის რაიონის გამგეობის ადმინისტრაციული შენობის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებს, საქართველოს სახალხო დამცველის ცენტრალური ოფისის (ფაღავას ქ. N6) სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებს, ქუთაისში აღმაშენებლის გამზირზე მდებარე 100 საფეხურიანი კიბის რეაბილიტაციას და თბილისში ერისთავის ქ. N1-ში 6 სართულიანი საოფისე ფართის მშენებლობას.

დღეის მდგომარეობით, შპს „ბრიტანია დეველოპმენტი“ ჩართულია არაერთ მიმდინარე მსხვილმასშტაბიან პროექტში. აღსანიშნავია ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის რეაბილიტაცია, საქართველოს პროკურატურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს ადმინისტრაციული შენობების მშენებლობის სამუშაოები. ასევე, კომპანია აგრძელებს საცხოვრებელი სახლის (კადეტთა კორპუსი) სარეაბილიტაციო სამუშაოების II ეტაპს თბილისში (რ. თაბუკაშვილის ქ. 46 / რ. ლაღიძის ქ. 2). საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მიმართულებით კი მიმდინარეობს რამდენიმე საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები ლენტეხის N2, ზესტაფონის სოფელ მეორე სვირის N2, ბაღდათის სოფელ როკითის და ქალაქ ქუთაისის N7 სკოლებში.