შპს „New Road“

შპს „New Road“ არის საგზაო-სამშენებლო კომპანია, რომელიც დაარსდა 2010 წლის 29 ოქტომბერს და ოპერირებს საქართველოს ლოკალურ ბაზარზე. იგი ახორციელებს როგორც შიდასახელმწიფოებრივ, ისე საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზების სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოებს. საქმიანობა მოიცავს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას, ასფალტო-ბეტონის გზების, ავტობანებისა დახელოვნური ნაგებობების მშენებლობას.

კომპანიის პრიორიტეტია ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ვადაზე ადრე დასრულება ჯეროვნად, ხარისხიანად და კეთილსინდისიერად. კომპანია 2018-2019 წლებში ზედიზედ ორჯერ დასახელდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და
ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ წლის
საუკეთესო საგზაო-სამშენებლო კომპანიად.