ასოციაციის, აღმასრულებელი დირექტორი, ირაკლი გიორგობიანი, 15 სექტემბერს მთავრობის წარმომადგენლებთან მნიშვნელოვან შეხვედრას დაესწრო. შეხვედრაზე, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე უძღვებოდნენ, განხილული იქნა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას არსებული გამოწვევები.
შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხი პროექტების განხორციელებისას არსებული გამოწვევები იყო მათ შორის ე.წ. „თეთრი სიის“ შესაძლო გაუქმება, რაზეც ბატონმა ირაკლიმ ასოციაციის პოზიცია დააფიქსირა. მისი შეფასებით, სიის მთლიანად გაუქმება სექტორში ლიკვიდურობის მნიშვნელოვან კრიზისს შექმნის. ამიტომ, მისი სრულად გაუქმების ნაცვლად, სიის მოდიფიცირება და რეფორმა უნდა მოხდეს, რათა კომპანიებს ადაპტაციის საშუალება მიეცეთ.
ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, ეს ინიციატივა ხელს შეუწყობს სამშენებლო სექტორის სტაბილურობას და საშუალებას მისცემს კომპანიებს, უკეთ გაუმკლავდნენ არსებულ გამოწვევებს.
