ციტადელი

ციტადელის ისტორია 2011 წლიდან იწყება. კომპანიას დაარსების დღიდან სამშენებლო მასალების ბაზარზე მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.

განვითარებასა და ხარისხზე ორიენტირებულმა გუნდმა, მოახერხა გამხდარიყო ძლიერი კონკურენტი და შეექმნა საკუთარი სტანდარტები.  

კომპანია ციტადელისთვის დაარსების დღიდან, ხარისხთან ერთად, პრიორიტეტად მომხმარებელთან ურთიერთობა იქცა. კომპანია მომხმარებელთან კომუნიკაციის რამდენიმე მიმართულებას აერთიანებს:

  • დისტრიბუცია
  • საცალო
  • კორპორატიული
  • ონლაინ გაყიდვები

ციტადელის მომსახურების არეალი მრავალფეროვანია. ჩვენთან თანამშრომლობით შესაძლებელია პროდუქციის როგორც ყიდვა, ასევე იჯარა და ისეთი მომსახურების მიღება, როგორიც არის კოშკურა ამწეების, საყალიბე და ხარაჩოების სისტემების, სამგზავრო-სატვირთო ლიფტებისა და კალათების მონტაჟი, დემონტაჟი და გეგმიური მომსახურება.

ციტადელის საერთაშორისო პარტნიორთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, ვთანამშრომლობთ მსოფლიოში ცნობილ და წამყვან ბრენდებთან, როგორებიცაა: 

PERI, ROCKWOOL, CHROMODOMI, SVEZA, FORM-ON, LIEBHERR, CASTAMONU, TGM, WEBER, CONSMOS, COMANSA, ICOPAL, BAKU STEEL COMPANY, ICOBIT, ISOVER, GOCMAKSAN, BAUMAK, SYPLY, PENOPLEX, PAROC, KRONOSPAN, SAINT-GOBEIN და სხვა.

კომპანიისა და საერთაშორისო თანამშრომლობის ზრდასთან ერთად პროდუქციის ჩამონათვალიც ფართოვდება, ციტადელში წარმოდგენილია ფუნდამენტური მშენებლობისა და სარემონტო სამუშაოებისთვის საჭირო ყველა მასალა:

ციტადელს თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში სავაჭრო სივრცეები აქვს წარმოდგენილი და მომხარებელს პროდუქციის ონლაინ შეძენასაც სთავაზობს (www.citadeli.com). დღეს ციტადელის ისტორიას 400 – მდე ადამიანისგან დაკომპლექტებული გუნდი ქმნის. ჩვენ ვიაზრებთ თითოეული თანამშრომლის შესაძლებლობების მნიშვნელობას და ვნერგავთ ინოვაციურ მიდგომებს მშენებლობაში.

დამატებითი ინფორმაცია