აირჩიე პროფესია
პოტენციურ სტუდენტს აქვს შესაძლებლობა, შეარჩიოს მისთვის საინტერესო პროფესია, მოიძიოს შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამა (გრძელვადიანი/მოკლევადიანი). ამ პროცესის მარტივად წარსამართად, დაინტერესებულ პირს შეუძლია, გამოიყენოს VET.GE-ს ვებსაიტის სპეციალური განყოფილება.
გთხოვთ, იხილოთ დეტალური ინსტრუქცია საძიებო პლატფორმის ფუნქციების შესახებ:
საძიებო პლატფორმაზე ნახავთ პროგრამების ჩამონათვალს. მოცემულია 9 ძირითადი კატეგორია, „ფართო სფერო“:
- ბიზნესი, ადმინისტრირება და სამართალი;
- განათლება;
- ინჟინერია, წარმოება და მშენებლობა;
- ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიები;
- მომსახურებები;
- სოფლის მეურნეობა, მეტყევეობა, მეთევზეობა, ვეტერინარია;
- სოციალური მეცნიერებები, ჟურნალისტიკა და ინფორმაცია;
- ხელოვნება, ჰუმანიტარული მეცნიერებები;
- ჯანდაცვა, სოციალური კეთილდღეობა.
დაინტერესებულ პირს შეუძლია, სასურველი პროფესიული პროგრამა მოიძიოს ამ კატეგორიების დახმარებით, აგრეთვე, მეტი კონკრეტიკისთვის, გამოიყენოს „პროგრამის ტიპის“ ფილტრი – სასერტიფიკაციო/საკვალიფიკაციო.
- სასერტიფიკაციო – ამ ველში გაერთიანებულია მოკლევადიანი, პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამები;
- საკვალიფიკაციო – ამ ველში გაერთიანებულია გრძელვადიანი, სადიპლომო პროგრამები.
თუ პოტენციური სტუდენტი არ არის დარწმუნებული სასურველი მიმართულების კატეგორიის სახელში/მის ტიპში, უმჯობესია, ძებნის ფუნქციის გამოყენება.
- პლატფორმაზე შესვლისას დაინახავთ ველს სახელწოდებით „ძებნა“;
- თუ პირი ეძებს გრძელვადიან პროგრამას, ჩაწერს დასახელებას. მაგალითად: „ელექტროობა“ – ამ გზით, პლატფორმა აჩვენებს ყველა იმ პროფესიულ დაწესებულებას, რომლებშიც მისთვის სასურველი პროგრამა ისწავლება;
- თუ პირი ეძებს პროფესიული მომზადება-გადამზადების სასერტიფიკატო პროგრამას, ძიების ველში შეუძლია ჩაწეროს კონკრეტული პროფესიის დასახელება. მაგალითად, „ელექტრიკოსი“