ასოციაციის სერვისები

სამართლებრივი მხარდაჭერა:
• საკონსულტაციო მომსახურება სამოქალაქო ადმინისტრაციული შრომითი სამართლებრივი კუთხით;
• ხელშეკრულებების მომზადება არსებული ხელშეკრულებების რევიზია;
• სასამართლოში წარმომადგენლობა სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართლებრივ დავებთან მიმართებით (არსებული საკითხის სამართლებრივი ანალიზი, სარჩელის შესაგებლის მომზადება და სრული საპროცესო მხარდაჭერა);
• სახელმწიფო შესყიდვების პროცესში სამართლებრივი მხარდაჭერა (სატენდერო პირობების ანალიზი, დოკუმენტაციის მომზადების ეტაპიდან ხელშეკრულების გაფორმების მთლიან პროცესში ჩართულობა, ტენდერიდან გამომდინარე შემსყიდველის ქმედებებისა ან/და ოქმების გასაჩივრება და დავების საბჭოში წარმომადგენლობა).

ტრენინგები, სემინარები, ვორკშოფები:
• წევრთა ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით, სამშენებლო სექტორში დასაქმებული კადრების პროფესიონალიზმის ასამაღლებლად შესაბამისი ტრენინგების სემინარების ვორკშოფების ორგანიზება დამოუკიდებლად და პარტნიორ ორგანიზაციებთან კოლაბორაციით;
• სამშენებლო პროფესიების პოპულარიზაციისა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი აქტივობების ორგანიზება.

წევრი კომპანიების PR/მარკეტინგული მხარდაჭერა:
• ასოციაციის წევრი კომპანიების ინტერესებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე, რიგი მარკეტინგული აქტივობების და სხვადასხვა სახის ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელება;
• წევრი კომპანიების სიახლეების მუდმივი განახლების რეჟიმში განთავსება ასოციაციის ვებ-გვერდსა და სოციალურ ქსელში. ასევე სატელევიზიო ეთერში - ასოციაციის ყოველკვირეული რუბრიკის, “მშენებლობა საქართველოში”, საშუალებით (რუბრიკა ყოველ ხუთშაბათს გადის ტელეკომპანია ტვ1-ის გადაცემაში „საქმის კურსი“ და ასოციაციის თითოეულ წევრს საშუალებას აძლევს ისაუბროს საკუთარი კომპანიის შესახებ).

წევრი კომპანიების მხარდაჭერა HR მიმართულებით:
• წევრი კომპანიების მოთხოვნით კონკურსების ორგანიზება და მომთხოვნი კომპანიისათვის შესაბამისი კადრების შეთავაზება;
• უმაღლესი სასწავლო დაწესებულებებისა და პროფესიული სასწავლებლების შესაბამის სტუდენტთა/კურსდამთავრებულთა შერჩევა და მათი ასოციაციის წევრი კომპანიებისთვის წარდგენა.

ექსკლუზიური შეთავაზებები:
• წევრი კომპანიებისთვის სერვისების/პროდუქტების ექსკლუზიური პირობებით შეთავაზების მიზნით, სხვადასხვა სერვისის/პროდუქტის მიმწოდებელ კომპანიებთან მოლაპარაკება, შესაბამისი შერჩევის/კონკურსის წარმართვა და წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, ხელშეკრულებების გაფორმება.