პროფესიულ პროგრამაზე რეგისტრაცია

პროფესიულ პროგრამაზე რეგისტრაცია

სადიპლომო პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხვის პროცესი:

I. აპლიკანტთა რეგისტრაცია გრძელვადიან სადიპლომო პროფესიულ პროგრამებზე

  • პროფესიულ კოლეჯებში სწავლის მსურველთა რეგისტრაცია ცხადდება ყოველწლიურად;
  • ნებისმიერ მსურველს რეგისტრაცია შეუძლია ონლაინ ვებ-პლატფორმა vet.emis.ge-ზე, საგანმანათლებლო რესურსცენტრსა და პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში.

რეგისტრაცია

Vet.Emis.Geზე რეგისტრაციის ინსტრუქცია

ვებგვერდზე განთავსებულია 3 ძირითადი კატეგორია

მომზადების და გადამზადების პროგრამები

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები

არაფორმალური განათლების აღიარება

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე რეგისტრაცია და მასთან დაკავშირებული პროცედურები

ნაბიჯი N1 – სადიპლომო პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაციისათვის, პოტენციურმა სტუდენტმა უნდა აირჩიოს კატეგორია: „პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები“, საიტზე გამოჩნდება საგანმანათლებლო პროგრამების 8 სხვადასხვა დარგის სასწავლო მიმართულება;

ნაბიჯი N2 – საგანმანათლებლო პროგრამების 8 სხვადასხვა დარგის სასწავლო მიმართულებიდან აპლიკანტი ირჩევს მისთვის საინტერესოს, მაგალითად, „ინჟინერია, წარმოება, მშენებლობა“;

ნაბიჯი N3 – მხოლოდ მას შემდეგ, რაც აპლიკანტი საიტზე დარეგისტრირდება და მისი მონაცემები ბაზაში აისახება, მას შეუძლია, დარეგისტრირდეს საგანმანათლებლო პროგრამაზე, იმ შემთხვევაში, თუკი პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია ღიაა. საგულისხმოა, რომ არ არსებობს პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაციის ფიქსირებული თარიღები. შესაბამისად, დაინტერესებულმა პირმა უნდა ამოწმოს ვებ-გვერდი vet.emis.ge ან დარეკოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცხელ ხაზზე: (995 32) 2 200 220

ნაბიჯი N4 – აპლიკანტმა პროფესიული პროგრამების შესახებ ინფორმაცია პლატფორმაზე შესაძლოა 2 გზით მოიძიოს:
1. საგანმანათლებლო დაწესებულების მიხედვით; 2. საგანმანათლებლო პროგრამის მიხედვით. აპლიკანტს შეუძლია, კოლეჯის ან პროფესიული პროგრამის დასახელების ჩაწერის გზით იპოვოს მისთვის სასურველი გრძელვადიანი პროფესიული პროგრამა;

1. საგანმანათლებლო დაწესებულება

2. საგანმანათლებლო პროგრამა

პოტენციურ სტუდენტს შეუძლია, დარეგისტრირდეს მაქსიმუმ 3 საგანმანათლებლო პროგრამაზე.

საგულისხმოა, რომ კონკურსის გათვალისწინებით, შესაძლებელია, ერთ პროგრამაზე დარეგისტრირების შემთხვევაში, აპლიკანტი ვერ ჩაირიცხოს მისთვის საინტერესო პროგრამაზე. რამდენიმე არჩევანის გაკეთების შემთხვევაში, მას აქვს შესაძლებლობა, არჩევანი გააკეთოს და ჩაირიცხოს წინასწარ მონიშნული პროგრამებიდან ერთ-ერთზე;

ნაბიჯი N5 – რეგისტრაცია დასტურდება აპლიკანტის ელექტრონულ ფოსტასა და მობილური ტელეფონის ნომერზე ერთჯერადი კოდის გაგზავნით. შევსებული მონაცემები მისთვის ხელმისაწვდომია ინდივიდუალური ანგარიშის მეშვეობით.

II. აპლიკანტთა შერჩევა

მას შემდეგ, რაც აპლიკანტი გაივლის რეგისტრაციის პროცესს, იწყება შერჩევა. შერჩევა გულისხმობს, აპლიკანტის შეფასებას სხვადასხვა გზით. შერჩევის პერიოდი, ტესტირებისა და სწავლის დაწყების თარიღი განისაზღვრება ინდივიდუალურად.

  • შერჩევას საბაზო (მე-3 დონე) და საშუალო (მე-4 დონე) მოდულურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე უზრუნველყოფს პროფესიული დაწესებულება, პარტნიორი ორგანიზაციების ჩართულობითა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ინდივიდუალურად განსაზღვრული მეთოდოლოგიით;
  • შერჩევა დუალური პროგრამების შემთხვევაში, პროგრამის დონის მიუხედავად, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ არის ორგანიზებული. შერჩევის პროცესი ხორციელდება პროგრამის თანაგანმახორციელებელი კომპანიის/ების მიერ;
  • უმაღლეს (მე-5 დონე) პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე შერჩევა არის ორგანიზებული განათლების ეროვნული ცენტრის (NAEC) მიერ.

უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ტესტირების გავლის გარეშე ჩარიცხვის უფლება აქვთ:

ა) თანამემამულის სტატუსის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს;

ბ) საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც ზოგადი განათლების საშუალო საფეხური დაასრულეს უცხო ქვეყნის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში;

გ) პირებს, რომლებმაც ზოგადი განათლების საშუალო საფეხური დაასრულეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში;

დ) თავშესაფრის მაძიებელ, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებს.

III. რეიტინგული სიის შედგენა

რეიტინგული სია საბაზო (მე-3 დონე), საშუალო (მე-4 დონე) და უმაღლეს (მე-5 დონე) პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე დგება შემდეგნაირად:

  • რეიტინგულ სიას ადგენს ელექტრონული სისტემა აპლიკანტის შეფასების შედეგების, სოციალური სტატუსისა და განათლების მიღწეული დონის გათვალისწინებით;
  • თუ აპლიკანტი არის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში საარსებო შემწეობის მიმღები პირი, მისი რეიტინგული ქულა = შეფასების შედეგად მიღებული ქულა * 1.1.

ელექტრონული სისტემა ადგენს ორ რეიტინგულ სიას:

  1. ადგილების 70% – აპლიკანტები, რომელთა განათლების მიღწეული დონეა საბაზო განათლება (VIII-IX კლასი);
  2. ადგილების 30% – აპლიკანტები, რომელთა განათლება აღემატება ზოგადი განათლების საბაზო საფეხურს (აღემატება IX კლასს).

რეიტინგული სია საშუალო (მე-4 დონე) პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე (ინტეგრირებული) დგება შემდეგნაირად:

  • რეიტინგულ სიას ადგენს ელექტრონული სისტემა აპლიკანტის შეფასების შედეგების, სოციალური სტატუსისა და განათლების მიღწეული დონის გათვალისწინებით;
  • რეიტინგულ სიაში ხვდებიან მხოლოდ ისეთი აპლიკანტები, რომელთა განათლების მიღწეული დონეა საბაზო განათლება (VIII-IX კლასი).

რეიტინგული სია დუალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე დგება შემდეგნაირად:

  • რეიტინგული სია დგება მხოლოდ აპლიკანტის შეფასების შედეგების გათვალისწინებით, კომპანიის მიერ მინიჭებული ქულების შესაბამისად.

დამატებითი ინფორმაცია დუალური პროგრამების შესახებ

დამატებითი ინფორმაციისთვის გრძელვადიან სადიპლომო პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაციის წესთან დაკავშირებით

პროფესიულ მომზადება-გადამზადების პროგრამაზე რეგისტრაცია და მასთან დაკავშირებული პროცედურები

 

vet.emis.geზე რეგისტრაციის ინსტრუქცია:

  1. ვებგვერდზე განთავსებულია 3 ძირითადი კატეგორია:

მომზადების და გადამზადების პროგრამები

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები

არაფორმალური განათლების აღიარება

2. თუ აპლიკანტს სურს, ჩააბაროს მომზადება-გადამზადების სასერტიფიკატო პროგრამაზე, უნდა აირჩიოს კატეგორია „მომზადების და გადამზადების პროგრამები“;

3. ვებსაიტის გვერდზე გამოჩნდება მხოლოდ ის პროგრამები, რომლებზეც მიღება მიმდინარეობს;

4. მსურველმა უნდა გახსნას თითოეული პროგრამა, სათაურზე დაწკაპუნების გზით და გაეცნოს პროგრამის შესახებ დეტალურ ინფრომაციას: პროგრამის ხანგრძლივობა, წინაპირობები, განხორციელების ვადები და სხვა.