
კომპანია „პრაიმ ბეტონი“ 2010 წელს დაარსდა და ის მუშაობს როგორც წარმოების, ისე მშენებლობის მიმართულებით.
სამშენებლო საქმიანობა მოიცავს როგორც ჰიდროტექნიკურ და წყლის ინფრასტრუქტურას, ისე საგზაო და სამოქალაქო მშენებლობას.
2012 წლიდან კომპანია მჭიდროდ თანამშრომლობს კორპორაცია “ფოთის საზღვაო ნავსადგურთან”, რომლის ფარგლებშიც ის შემდეგ სამუშაოებს აწარმოებს: ნავმისადგომების მშენებლობა და რეკონსტრუქცია,
წყალქვეშა და წყალთანმდგომი რკინაბეტონის კონსტრუქციების მშენებლობა და რეკონსტრუქცია,
ასევე სახმელეთო საკონტეინერო ტერმინალის მშენებლობა, რკინა-ბეტონის ხიმინჯების მოწყობის სამუშაოები, ელექტრო-სამონტაჟო სამუშაოები და ა.შ.
წყლის ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტების მიზანია საქართველოს ქალაქებში
წყლის მიწოდების და წყალარინების სისტემების, ასევე გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა – რეაბილიტაცია.
კომპანიის მომსახურება მოიცავს რკინა-ბეტონის წყალსატევების, სატუმბი სადგურების, გამწმენდი ნაგებობების, საოპერატორო და ადმინისტრაციული შენობების მშენებლობას.
პრაიმ ბეტონის მიერ განხორციელებულ პროექტებს შორის არის:
ფოთის წყალსატევი რეზერვუარების და სატუმბი სადგურის მშენებლობა
ანაკლიის წყალსატევი რეზერვუარების და სატუმბი სადგურის მშენებლობა
გუდაურის წყალსატევი რეზერვუარის მშენებლობა ანაკლიის, ურეკის, ზუგდიდის და გარდაბანის კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა.
საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის მხრივ პრაიმ ბეტონის მიერ შესრულებულია ხორგა-ქარიატას, პატარა ფოთის, დიდი ნეძის, დარჩელის, საკვიკვინიოს, ჭაქვინჯი-ნარაზენის ბეტონის საფარიანი რეგიონალური მნიშნელობის გზების მშენებლობები.
სამოქალაქო მშენებლობის მიმართულებით განხორციელებული პროექტებიდან აღსანიშნავია ახალი 220/110 კვტ ქვესადგური „ხორგას“ მშენებლობა, თბილისის მეტროს ახალი ხაზი 2-ის და უნივერსიტეტის სადგურის მშენებლობა, ცემენტის ქარხნის მშენებლობა.
კომპანიას სამშენებლო მასალების წარმოების, მიწოდებისა და შემოწმების ხარისხის მართვის სისტემისთვის ISO 9001:2008 აქვს მინიჭებული.