პრაქტიკის განხორციელება
საწარმოო პრაქტიკის მიზანია პროფესიული სტუდენტისათვის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული თეორიული ცოდნის კონკრეტულ სიტუაციაში გამოყენების პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება, სამუშაო გარემოში, მათი ადაპტაციის ხელშეწყობა.
საწარმოო პრაქტიკა ხორციელდება როგორც გრძელვადიანი, აგრეთვე, პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამების შემთხვევაში.
ზოგადი პროცედურა:
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის მენეჯერი პრაქტიკის დაწყებამდე უკავშირდება შესაბამისი სფეროს დამსაქმებელს საწარმოო პრაქტიკის დასაგეგმად. პარტნიორი ორგანიზაცია გამოყოფს საწარმოო პრაქტიკის ხელმძღვანელს, რომელიც განახორციელებს პროფესიულ სტუდენტთა შეფასებას მოდულის/სასწავლო კურსის სილაბუსის ჩანაწერების შესაბამისად; საბოლოოდ, სასწავლო-საწარმოო პრაქტიკის მენეჯერი და პროგრამის ხელმძღვანელი აწყობენ სამუშაო შეხვედრას პროფესიულ სტუდენტებთან პრაქტიკის დაწყებამდე, რათა მათ გააცნონ დეტალური ინფორმაცია.