ოპტიმალ გრუპ +

ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციასა და ინსპექტირების ორგანო „ოპტიმალ გრუპ +“-ს შორის გააფორმებული პარტნიორობის ხელშეკრულების თანახმად, ასოციაციის არსებული და მომავალში გაერთიანებული წევრები ისარგებლებენ ექსკლუზიური ფასდაკლების ტარიფებით „ოპტიმალ გრუპ +“-ისგან. „ოპტიმალ გრუპ +“ სამშენებლო კომპანიებს უწევს სხვადასხვა საექსპერტო მომსახურებას:
ობიექტის ხარჯთაღრიცხვის ინსპექტირება, შესრულებულ სამუშაოთა აქტების ინსპექტირება, ობიექტის ტექნიკური მდგომარეობის ინსპექტირება, ტექნიკური ზედამხედველობის ინსპექტირება, პროექტის ან პროექტის ნაწილის ინსპექტირება და ა.შ. აღნიშნული შეთანხმების მიღწევამდე ასოციაციამ ჩაატარა მოლაპარაკებები სხვადასხვა აკრედიტირებულ ინსპექტირების ორგანოებთან და საერთო კრების გადაწყვეტილებით არჩევანი გაკეთდა შპს „ოპტიმალ გრუპ +“-ზე. ვებ-გვერდი
დამატებითი ინფორმაცია