GIZ – გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება

ICCA-ს GIZ-თან თანამშრომლობის რამდენიმე წლიანი გამოცდილება აქვს. გარდა სხვადასხვა ერთობლივი ღონისძიებებისა, ხაზგასასმელია პროექტი, რომელიც 2019-2020 წლებში ასოციაციამ სწორედ GIZ-ის მხარდაჭერით განახორციელა:საგანმანათლებლო დაწესებულებების, აკადემიური პერსონალისა და კერძო სექტორის ჩართულობით, პროფესიული განათლების სტუდენტებისთვის სახელმძღვანელო „საავტომობილო გზების მშენებლობა” შეიქმნა. პროექტი ითვალისწინებდა, ასევე, პროგრამის განმახორციელებელ ინიციატორ კოლეჯთან აქტიური კომუნიკაციის წარმოებასა და მათი მოსაზრებების და რეკომენდაციების გაზიარებას. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, აგრეთვე, შეიქმნა სახელმძღვანელოს აუდიო ვერსია.

GIZ-ის მხარდაჭერით ICCA-ს მიერ განხორციელებული (2020-2023) კიდევ ერთი პროექტია„პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობა სამშენებლო სექტორში“, პროგრამის „კერძო სექტორის განვითარება და პროფესიული განათლება სამხრეთ კავკასიაში“ (PSD TVET SC) ფარგლებში; პროგრამა ხორციელდება საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში და მისი მიზანია ასოციაციის, როგორც მედიატორის როლის გაძლიერება, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოსკერძო სამშენებლო სექტორისა და სამშენებლო მიმართულების პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებათა მჭიდრო და კოორდინირებული თანამშრომლობის ჩამოყალიბებას. აღნიშნული პროექტის მიზანი მშენებლობის სექტორში პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობაა, რომელიც ICCA-ის, პროფესიულ განათლებაში მიმდინარე ძირითად პროცესებში, ჩართულობით მიიღწევა. პროექტი ითვალისწინებს შემდეგ საკითხებს: კერძო სექტორისა და პოტენციური სტუდენტების ცნობიერების ამაღლებას; საკონსულტაციო მომსახურების გაწევას პროფესიული განათლების სისტემაში ჩართული თითოეული მხარისთვის; საჭიროებათა გამოვლენას და იმ პრობლემათა ანალიზს, რაც აფერხებს პროფესიული განათლების განვითარებას; საგამოცდო პროცესებში ჩართულობას და სასწავლო მასალის დახვეწაში მონაწილეობას.