CIPE – CenterforInternationalPrivateEnterprise

ICCA-ს CIPE-თან თანამშრომლობის პირველი გამოცდილება 2019 წელს „ძლიერი ასოციაციები –

ძლიერი ადვოკატები“ მენტორობის პროგრამა იყო, რომლის მიზანსაც ასოციაციის ორგანიზაციული განვითარება და გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება წარმოადგენდა.

CIPE-ის მიერ მხარდაჭერილი შემდეგი პროექტი (2021) საჯარო შესყიდვების შესახებ კანონპროექტზე მუშაობას გულისხმობდა. აღნიშნული პროექტი ICCA-მ ევროპულ ბიზნეს ასოციაციასთან (EBA) ერთად განახორციელა.სახელმწიფო შესყიდვების კანონი 2006 წელს შევიდა ძალაში და ის არ შეესაბამებოდა ევროკავშირის რეგულაციებს, ამიტომ საქართველოს შესყიდვების სააგენტომ ახალი კანონპროექტი მოამზადა. სწორედ ამ კანონპროექტის არსებული რედაქციის ირგვლივ შენიშვნებისა და პოზიციების დამუშავებას შეუწყო ხელი ICCA-მ და EBA-მ, კერძო სექტორთან შუამავლობით. CIPE-თან2021 წლის კიდევ ერთი თანამშრომლობა შრომის უსაფრთხოებას უკავშირდებოდა; პროექტის ფარგლებში მოხდა სამშენებლო კომპანიების ინოვაციური სატრენინგო მეთოდით გადამზადება შრომის კოდექსისა და შრომის უსაფრთხოების ირგვლივ; კერძოდ, თითოეული კომპანიიდან წყვილ-წყვილად გადამზადდნენ შრომის უსაფრთხოების მენეჯერები და მათი დამსაქმებელი კომპანიების ხელმძღვანელები (დამფუძნებლები, დირექტორები და სხვა ტოპ მენეჯერები). ამ აქტივობამ შრომის უსაფრთხოების ახალი რეგულაციებისა და შრომის კანონმდებლობისმიმართ ცნობიერების ამაღლებას შეუწყო ხელი.