მინერალი

კომპანია „მინერალის“ მთავარი პროფილია მიწის სამუშაოები, ინერტული მასალების მოპოვება და აგრეგატებისა და საფუნდამენტე მასალების წარმოება.  კომპანია დაკომპლექტებულია დასავლური განათლების მქონე მაღალკვალიფიციური კადრებით. ბოლო წლების განმავლობაში “მინერალი” აქტიურ მონაწილეობას იღებდა გზებისა და მაგისტრალების მშენებლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით. კომპანია გარდა, იმისა რომ აწოდებდა ინერტულ მასალას, ასევე ასრულებდა მიწის სამუშაოებს, ასფალტისა და ბეტონის საფარის დაგების სამუშაოებს. 
კომპანია ფლობს მაღალტექნოლოგიურ ქარხანას,  რომელიც უზრუნველყოფს ქვიშისა და ხრეშის სასურველი ხარისხით უწყვეტ მიწოდებას.
გარდა პროდუქციის წარმოებისა “მინერალი” მომხმარებელს სთავაზობს სატრანსპორტო მომსახურეობას, მიწის სამუშაოებს, გზის ფუნდამენტის მოწყობით და ტკეპნით სამუშაოებს, ბორდიურებისა და ქვაფენილების მოწყობით სამუშაოებს, საბეტონე სამუშაოებს (ტერიტორიის კეთილმოწყობა, კერძოდ: დაკვალვა და მუშა ნახაზების შედგენა, ექსკავაცია ტერიტორიის ნიშნულში მოყვანა საშ. სისქით 1მ, ექსკავირებული მასალით ტრანშეების შევსება და ნარჩენი მასალის გატანა ნაგავსაყრელში, საფუძვლის ქვედა ფენის მოწყობა ქვიშა–ხრეშოვანი მასალით სისქით 15 სმ), ასევე სამელიორაციო სამუშაოებს და სამშენებლო საქმიანობის მომსახურეობის სრულ პაკეტს, ობიექტის სრულ ექსპლუატაციაში გაშვებამდე. კომპანია აღჭურვილია თანამედროვე (მოდერნიზებური) სამტვრევ-სახარისხებელი მობილური მანქანა-დანადგარებით.