თეგეტა კონსტრაქსშენ ექვიფმენთ

კომპანია „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთი“ დაარსდა 2007 წელს და წარმოადგენს ბრიტანულ, N1 სამშენებლო ტექნიკის ბრენდ, JCB – ის ოფიციალური დილერს კავკასიის რეგიონში: საქართველო, სომხეთსა და აზერბაიჯანში.  კომპანია მომხმარებელს სთავაზობს სამშენებლო, საგზაო და სპეცტექნიკას სრული საგარანტიო მომსახურებითა და სერვისით.

თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთი ასევე წარმოადგენს  საგზაო ტექნიკის  მწარმოებელი შვეიცარული კომპანიის AMMANN – ის ოფიციალურ დილერს საქართველოში.

თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთის ბრენდების პორტფელში ასევე შედის ჩინური #1 სპეც.ტექნიკის მწარმოებელი ბრენდი XCMG.

კომპანია ასევე გახლავთ ცნობილი სასაწყობე და ინდუსტრიული ტექნიკის მწარმოებელი ბრენდის Heli-სა და Clark-ის ოფიციალური დილერი.

თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთი არაერთი წელია ოპერირებს სპეც-ტექნიკის მიმართულებით და ხელს უწყობს რეგიონის მასშტაბით პროექტების განხორციელებას, აქტიურად თანამშრომლობს ყველა იმ მსხვილ ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიასთან, რომლებიც ახორციელებენ სახელმწიფო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურულ პროექტებს.