
საქართველოს ბანკი სისტემურად მნიშვნელოვანი და წამყვანი უნივერსალური ბანკია, რომელიც ლიდერია საგადახდო ბიზნესში და ფინანსურ მობილურ აპლიკაციებში, ძლიერი საცალო და კორპორატიული საბანკო ფრანშიზით საქართველოში. საქრათველოს ბანკი სულ უფრო მეტად ამახვილებს ყურადღებას დიჯითალიზაციასა და ტექნოლოგიური და მონაცემთა ანალიზის შესაძლებლობათა გაფართოებაზე. მიზნად ისახავს, მომხმარებლებს შესთავაზოს მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების უფრო პერსონალიზებული გადაჭრის გზები და შეუფერხებელი მომსახურება. ბანკის ფასეულობების შექმნის ძირითადი მამოძრავებელი ფაქტორებია თანამშრომელთა გაძლიერება, მომხმარებელთა კმაყოფილება და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება, რასაც თან ერთვის ძლიერი საბანკო ფრანშიზა. 1994 წლიდან, საქართველოს ბანკი ავითარებს საცალო და პერსონალური ბანკინგის მიმართულების პროდუქტებს და სერვისებს, რომლითაც დღეისათვის 2,5 მილიონზე მეტი ადამიანი სარგებლობს.