
SafCo არის დამოუკიდებელი ჯანმრთელობის დაცვის და შრომის უსაფრთხოების კომპანია, რომელიც დაკომპლექტებულია 15+ წლიანი საერთაშორისო გამოცდილების და სფეროს უმაღლესი სერტიფიცირების მქონე პერსონალით.
კომპანია წარმოადგენს საერთაშორისო ორგანიზაციის IOSH (Institution of Occupational Safety & Health) ლიცენზირებულ პროვაიდერს. “საფკო” პარტნიორებს სთავაზობს შრომის უსაფრთხოების მრავალფეროვან მომსახურებას, რათა მათ დააკმაყოფილონ სახელმწიფო კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები, აამაღლონ უსაფრთხოების კულტურა საკუთარ კომპანიებში და მიაღწიონ საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს.
SafCo წარმოადგენს პირველ ონლაინ ტრეინინგ პლატფორმას www.academy.safco.ge და ელექტრონული უზრუნველყოფის პროგრამას SafePRO საქართველოში, რაც სრულად პასუხობს თანამედროვე მსოფლიო გამოწვევებს. SafCo აწარმოებს ISO 9001/45001/14001 სერტიფიცირებას, როგორც დანერგვის ისე საბოლოო სერტიფიცირების ეტაპებზე, ასევე მუშაობს HACCP – ის სტანდარტის დანერგვაზე.