
“ეკობლოკი+1” არის თანამედროვე საწარმო, რომელიც დაარსდა გასულ წელს პროგრამა “აწარმოე საქართველოში”-ს მხარდაჭერით . კომპანია ორიენტირებულია უმაღლესი ხარისხის პოლისტიროლბეტონის ბლოკების, საქართველოში, გერმანული კომპანია BASF GMbH-ს მოწინავე ტექნოლოგიით წარმოება და გამოირჩევა განსაკუთრებული თბოიზოლაციური თვისებებით, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს შენობების დამატებითი დათბუნების ხარჯებს.
I
I
“ეკობლოკი+1″-ის ძირითადი უპირატესობები:
გამორჩეული თბოიზოლაცია – ამცირებს გათბობის/გაგრილების ენერგოდანახარჯებს;
ეკოლოგიურად სუფთა შემადგენლობა – მზადდება პოლისტიროლის, პლასტიფიკატორების, ცემენტისა და წყლისგან;
წყალგაუმტარობა – ხელს უშლის ტენის შეღწევას და კონსტრუქციის დაზიანებას;
ნესტისა და ობისადმი მდგრადობა – ზრდის შენობის მომსახურების ვადას და უზრუნველყოფს ჯანსაღ გარემოს;
ხარისხის სერტიფიცირება – აკმაყოფილებს საერთაშორისო სამშენებლო სტანდარტებს;
“ეკობლოკი+1”-ის ინოვაციური მიდგომა და ხარისხზე ორიენტირებული წარმოება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სამშენებლო სექტორის განვითარებაში.