CIT Georgia

CIT Georgia დაარსდა 2013 წელს. ის გამოირჩევა მომსახურების მრავალფეროვნებით და ორიენტირებულია ბენეფიტური თანამშრომლობის ჩამოყალიბებაზე. ლაბორატორიული მომსახურება სრულად შეესაბამება EN, BS, ASTM და GOST სტანდარტებს. კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს:

ქვიშა-ხრეშოვანი ნარევების ტესტირება: სამშენებლო მასალების გამოცდა და მათი შესაბამისობის დადგენა თანამედროვე სტანდარტებთან; ფიზიკური და მექანიკური თვისებების განსაზღვრა; მარცვლოვანი შემადგენლობის ანალიზი; მინარევების განსაზღვრა.

ბეტონის ნარევების, ცემენტის და ბეტონის კონსტრუქციების ტესტირება: ბეტონის ხარისხის კონტროლი მშენებლობის ყველა ეტაპზე; ცემენტის მარკიანობის განსაზღვრა; ბეტონის ფიზიკო-მექანიკური თვისებების განსაზღვრა და მათი სტანდარტებთან შესაბამისობა; ბეტონის სიმტკიცის განსაზღვრა კონსტრუქციაში; ბეტონისათვის დანამატების ხარისხის განსაზღვრა.

ასფალტბეტონისა და ბიტუმის ტესტირება: ასფალტბეტონის ხარისხის უზრუნველყოფა; ბიტუმის ხარისხის კონტროლი; ასფალტბეტონის ნარევების ტესტირება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

გრუნტებისა და ღორღოვანი საფუძვლების ტესტირება: გრუნტის ოპტიმალური სიმკვრივის განსაზღვრა; მზიდუნარიანობის განსაზღვრა – ლაბორატორიულ პირობებში (CBR, Swelling); სამშენებლო მოედანზე როგორც სტატიკური, ისე დინამიური დრეკადობის მოდულის განსაზღვრა; დინამიური პენეტრომეტრით 15 მეტრამდე გრუნტის ფენების განსაზღვრა და სიღრმიდან ნიმუშების ამოღება;

გზის ჰორიზონტალური მონიშვნისა და საგზაო უსაფრთხოების ნიშნების შემოწმება: საგზაო უსაფრთხოების ნიშნების სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენა (ზომები, ფორმა, ფერი, არეკვლა); საგზაო მონიშვნის ხარისხის კონტროლი საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად (ფერადოვნება, არეკვლის უნარი, ცვეთამედეგობა);

კომპანიას 2000-ზე მეტი წარმატებული, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო პროექტი აქვს განხორციელებული ისეთ კომპანიებთან, როგორებიცაა New Road, Black Sea Group და Jeu Group. ამჟამად კი 300-მდე მიმდინარე პროექტის რჩეული ლაბორატორიული ცენტრია.

დამატებითი ინფორმაცია