ბემონი ინჟინერია და მშენებლობა

შპს  „ბემონი ინჟინერია და მშენებლობა“ წარმოადგენს სამშენებლო კომპანიას, რომელიც ფოკუსირებულია ენერგო-ინფრასტრუქტურის განვითარებაზე და აქვს ჯანსაღი ამბიცია ამ მიმართულებით დარგის ლიდერი გახდეს საქართველოში.

კომპანია აერთიანებს მაღალი კვალიფიკაციის მქონე კადრებს, რომელთა ძალისხმევით საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ არაერთი წარმატებული პროექტი არის განხორციელებული.

კომპანიის ძირითადი საქმიანობა:

•             ჰიდროელექტროსადგურების, თბოელექტროსადგურების, ქარისა და მზის ელექტრო სადგურების პროექტირება, სამშენებლო/სამონტაჟო და სარეაბილიტაციო სამუშაოები;

•             მაღალი ძაბვის ქვე-სადგურების პროექტირება, სამშენებლო/სარემონტო და სამონტაჟო სამუშაოები;

•             მაღალი ძაბვის საჰაერო ელექტრო გადამცემი ხაზების, საკაბელო ელექტრო-გადამცემი ხაზების პროექტირება, სამშენებლო/სარემონტო და სამონტაჟო სამუშაოები;

•             სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურული შენობა-ნაგებობის  სამშენებლო/სარემონტო და სამონტაჟო სამუშაოები.